სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ემანუელ მაკრონის ფოტოს ავრცელებს (არქივირებული ფოტოს ბმული). ფოტოსურათზე მსვლელობის მონაწილე, ვარდისფერ სამოსში გამოწყობილი საფრანგეთის პრეზიდენტია გამოსახული.

ფოტო რეალური არ არის და ის ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული და შემდგომ, სავარაუდოდ, რედაქტირებული.

იმაში, რომ ფოტო AI-ის (Artificial Intelligence - ხელოვნური ინტელექტი) მიერაა გენერირებული, რამდენიმე დეტალი გვარწმუნებს. როგორც ცნობილია, ხელოვნური ინტელექტი ადამიანის სახეს და სხეულის გარკვეულ ნაწილებს ზუსტად ვერ ქმნის. თუ ფოტოს კარგად დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ფონზე მყოფი ხალხის სახეები არაბუნებრივად გამოიყურება. ხელოვნურ ინტელექტს ასევე უჭირს ხელების გენერირება, ზოგჯერ თითები ზედმეტია, ზოგჯერ ნაკლები, ზოგჯერ კი ერთმანეთშია შერწყმული. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო AI-ის მიერ შექმნილი მასალისთვის დამახასიათებელ ამ ნიშნებს შეიცავს (იხ. ქვემოთ მოცემული ფოტო).

დამატებით, „ფაქტ-მეტრმა“ ემანუელ მაკრონის ფოტო ოთხი სხვადასხვა ვებგვერდით: AIornot.com, Isitai.com, Hive Moderation, Maybe’s AI Art Detector გადაამოწმა. ოთხივე ვებგვერდმა ფოტო ნამდვილად ხელოვნური ინტელექტის გენერირებულად მიიჩნია.

ამასთანავე, გავრცელებულ ფოტოზე განსხვავდება ემანუელ მაკრონისა და ფონზე მყოფი ადამიანების სახის გამოსახულების სიცხადე და ფერები, რაც ფოტოს რედაქტირების ალბათობაში უფრო მეტად გვარწმუნებს.

Google-ის ფოტოების ძიების ინსტრუმენტის (Image Reverse Search) საშუალებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული ფოტოსურათი არასანდო, ძირითადად რუსულენოვანი, პროფილების მიერ სხვადასხვა პლატფორმაზე ვირუსულად ვრცელდება (იხ. ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10).

საგულისხმოა, რომ AI-ის მიერ შექმნილი ემანუელ მაკრონის ფოტოები საზოგადოების ყურადღების ცენტრში ადრეც მოხვედრილა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია ბმულზე).

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5517 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი