• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: პირბადე და ვაქცინა ადამიანებს ვირუსისგან არ იცავს

დეზინფორმაცია: პირბადე და ვაქცინა ადამიანებს ვირუსისგან არ იცავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

11/06/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი (1, 2, 3) „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია, The Washington Times-ის სტატიის ფოტოანაბეჭდს ავრცელებს და მასზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ პირბადე და ვაქცინა ადამიანებს ვირუსისგან არ იცავს. რეალურად, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

ფოტოანაბეჭდზე ასახული სტატია The Washington Times-მა 2023 წლის 1-ელ მარტს გამოაქვეყნა. სტატია სათაურით, „ვაქცინები არ მუშაობს, ნიღბები არ მუშაობს: ყველაფერი, რაც მთავრობამ კოვიდ-19-ის შესახებ გვითხრა, არასწორია“, ირწმუნება, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ვაქცინებისა და პირბადეების ეფექტურობას დაადასტურებს.

The Washington Times 1982 წელს სუნ მიუნ მუნის, რელიგიური მოძრაობა „გაერთიანების ეკლესიის“ (‘Unification Church’) დამაარსებლის, მიერ დაარსდა. წლების განმავლობაში სამხრეთ კორეაში დაარსებული „გაერთიანების ეკლესია“ დავის საგანს წარმოადგენდა, ზოგი მას კულტს უწოდებდა. 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ Washington Times საეჭვო წყაროდ მიიჩნევა, მიკერძოებულობის, სანდო წყაროების ნაკლებობის, სამეცნიერო კონსენსუსის საწინააღმდეგო სარედაქციო პოზიციისა და გამოქვეყნებული მრავალი მცდარი ინფორმაციის გამო.

Media Bias/Fact Check-ის მიერ გამოქვეყნებულ მედიის მიკერძოებულობის კვლევის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საეჭვო კატეგორიაში შემავალი წყაროები შეიძლება იყოს ძალიან არასანდო და მათ მიერ გამოქვეყნებულმა ყველა სტატიამ ფაქტების შემოწმება უნდა გაიაროს. 

რაც შეეხება სტატიისა და Facebook-მომხმარებლის მტკიცებას ვაქცინებისა და ნიღბების არაეფექტურობის შესახებ, მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია კოვიდ-პანდემიის მიმდინარეობისასაც ხშირად ვრცელდებოდა. 

კვლევები ადასტურებს (იხ. ბმული: 1, 2), რომ ნიღბების გამოყენება ეფექტურია და რომ პირბადეების როლი არსებითი იყო კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის პროცესში. „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ თანახმად, რა თქმა უნდა, პირბადე ვირუსისგან დაცვის 100%-იან გარანტიას არ წარმოადგენს, თუმცა სამედიცინო ნიღაბს შეუძლია, ადამიანი ინფიცირებისგან დაიცვას და ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს (ვრცლად ამ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია 1, 2). 

სახის ნიღბები საუკეთესოდ მოქმედებს სხვა ისეთ ეფექტურ საშუალებებთან ერთად, როგორიცაა ვაქცინაცია. არავაქცინირებული ადამიანის COVID-19-ით გარდაცვალების ალბათობა, ვაქცინირებულ პირთან შედარებით, 10-20-ჯერ მეტია (გარდაცვალების რისკი განსხვავდება ქვეყნისა და სხვა ფაქტორების მიხედვით). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სრული ვაქცინაცია და ბუსტერ დოზა, COVID-19-ის ყველა შტამის, მათ შორის - „ომიკრონის“ შემთხვევაში, დაავადების მძიმე გართულებისგან და სიკვდილისგან იცავს (ვრცლად ამ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

მტკიცება, თითქოს, COVID-19-ის ვაქცინების სარგებლიანობა და ეფექტურობა არ არის მეცნიერულად დასაბუთებული, ტყუილია. COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა.  კოვიდვაქცინებმა კლინიკური და პრეკლინიკური კვლევის ყველა საფეხური წარმატებით გაიარეს, რის საფუძველზეც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების (EMA, FDA) მიერ გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიენიჭათ. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
პირბადე
კორონავირუსის პანდემია
COVID-19 ვაქცინები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა