• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский
სიახლეები

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ავტომაგისტრალის ფოტოები ყალბი მტკიცებით ვრცელდება

სოციალურ ქსელში ავტომაგისტრალის ფოტოები ყალბი მტკიცებით ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

17/06/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები ფოტოს ავრცელებენ (ბმული 1, 2), მტკიცებით, რომ მასზე საქართველოში ჩინური კომპანიის მიერ აშენებული ავტომაგისტრალია წარმოდგენილი. რეალურად, ფოტოებზე ესპანეთში არსებული ავტობანია გამოსახული. 

გავრცელებული ფოტოს TinEye.com-ის მეშვეობით ძიებისას, დადგინდა, რომ ის ინტერნეტსივრცეში პირველად 2016 წლის 30 აგვისტოს გამოქვეყნდა და მას შემდეგ სხვადასხვა არასანდო ვებგვერდისა და ანგარიშის მიერ განსხვავებული მტკიცებით ვრცელდებოდა. 

ფოტოს ვირუსულ გავრცელებას 2021 წლის 13 სექტემბერს ანგარიში პლატფორმა X-ზე (ყოფილი Twitter) გამოეხმაურა. იგი ამტკიცებდა, რომ აღნიშნული ავტომაგისტრალი ესპანეთში მდებარეობს. პოსტს თან ერთვის ესპანეთის ტრანსპორტის, მობილობისა და ურბანულ საქმეთა სამინისტროს 2016 წლის განმარტებაც. მათ მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ AC-14 მაგისტრალი ესპანეთში  გაფართოების მოლოდინით აშენდა, სწორედ ეს განაპირობებს მის უჩვეულო დიზაინს. ბურჯების საყრდენების დამატებითი სიგანით აშენება მომავალში გაფართოების სამუშაოების ხარჯებისა და სირთულის შემცირებას ისახავდა მიზნად. 

Facebook-მომხმარებლების მიერ ავტომაგისტრალის ფოტოს გავრცელებას ასევე გამოეხმაურა „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია. იგი სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამავრცელებელთა მტკიცებებს ყალბს უწოდებდა და აღნიშნავდა, რომ ფოტოზე გამოსახული ავტომაგისტრალი ესპანეთში მდებარეობდა. 

ამრიგად, Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებული მტკიცება, რომ ფოტოზე გამოსახული ავტომაგისტრალი საქართველოში ჩინური კომპანიის მიერ აშენდა, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
AC-14 მაგისტრალი
ესპანეთი
ჩინური კომპანია
ავტომაგისტრალი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მიუსაფარი ცხოველების ბიუჯეტი შემცირდა, არ გაზრდილა ავარიული სახლების ბიუჯეტი, ისევ 1.70 თეთრია დღიური ულუფა უფასო სასადილოების

    მიუსაფარი ცხოველების ბიუჯეტი შემცირდა, ა...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • ჩინეთი უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორისაა და ინვესტიციები ჩინეთიდან მზარდია

    ჩინეთი უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • წინა წელს 5000-ით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე დაიბადა. ყოველს წელს ეს მონაცემები უარესდება

    წინა წელს 5000-ით უფრო მეტი ადამიანი დაი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა