სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები ფოტოს ავრცელებენ (ბმული 1, 2), მტკიცებით, რომ მასზე საქართველოში ჩინური კომპანიის მიერ აშენებული ავტომაგისტრალია წარმოდგენილი. რეალურად, ფოტოებზე ესპანეთში არსებული ავტობანია გამოსახული.

გავრცელებული ფოტოს TinEye.com-ის მეშვეობით ძიებისას, დადგინდა, რომ ის ინტერნეტსივრცეში პირველად 2016 წლის 30 აგვისტოს გამოქვეყნდა და მას შემდეგ სხვადასხვა არასანდო ვებგვერდისა და ანგარიშის მიერ განსხვავებული მტკიცებით ვრცელდებოდა.

ფოტოს ვირუსულ გავრცელებას 2021 წლის 13 სექტემბერს ანგარიში პლატფორმა X-ზე (ყოფილი Twitter) გამოეხმაურა. იგი ამტკიცებდა, რომ აღნიშნული ავტომაგისტრალი ესპანეთში მდებარეობს. პოსტს თან ერთვის ესპანეთის ტრანსპორტის, მობილობისა და ურბანულ საქმეთა სამინისტროს 2016 წლის განმარტებაც. მათ მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ AC-14 მაგისტრალი ესპანეთში გაფართოების მოლოდინით აშენდა, სწორედ ეს განაპირობებს მის უჩვეულო დიზაინს. ბურჯების საყრდენების დამატებითი სიგანით აშენება მომავალში გაფართოების სამუშაოების ხარჯებისა და სირთულის შემცირებას ისახავდა მიზნად.

Facebook-მომხმარებლების მიერ ავტომაგისტრალის ფოტოს გავრცელებას ასევე გამოეხმაურა „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია. იგი სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამავრცელებელთა მტკიცებებს ყალბს უწოდებდა და აღნიშნავდა, რომ ფოტოზე გამოსახული ავტომაგისტრალი ესპანეთში მდებარეობდა.

ამრიგად, Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებული მტკიცება, რომ ფოტოზე გამოსახული ავტომაგისტრალი საქართველოში ჩინური კომპანიის მიერ აშენდა, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5571 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია