• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: თურქეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის თქმით, საქართველოს ნაკრებს თამაში უნდა წაეგო და წააგო კიდეც

დეზინფორმაცია: თურქეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის თქმით, საქართველოს ნაკრებს თამაში უნდა წაეგო და წააგო კიდეც

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

19/06/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში საინფორმაციო-გასართობი პორტალი TIA.GE თურქეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ჰაკან ჩალჰანოღლუს ციტატას ავრცელებს. სააგენტოს მტკიცებით, ფეხბურთელმა საქართველოსთან მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ: „ქართველებს ამ თამაშში უნდა წაეგოთ და წააგეს კიდეც“.  რეალურად, ციტატა შეცვლილია. ფეხბურთელს არ უთქვამს, რომ საქართველო უნდა დამარცხებულიყო და ასეც მოხდა.  მან აღნიშნა, რომ თურქეთის ნაკრებისთვის მატჩი მნიშვნელოვანი იყო, მის ნაკრებს უნდა მოეგო და მოიგო კიდევაც. 

 

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და თურქეთს შორის მატჩი გუშინ, 18 ივნისს გაიმართა და ანგარიშით 3:1 - თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ, დასრულდა. 

თამაშის შემდეგ, ჰაკან ჩალჰანოღლუმ, თურქეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა,  EURO2024.com-თან აღნიშნა, რომ თამაში მისი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი იყო: „ჩვენ უნდა მოგვეგო და მოვიგეთ კიდევაც.  მე ვაკვირდები, როგორ მუშაობს მთელი პერსონალი ჩვენი მიზნის მისაღწევად. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებმაც თამაშის ბოლომდე ჩვენზე დადებითად იმოქმედეს“.

ფეხბურთელმა თამაშის შემდეგ თურქულენოვან ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ თამაშის დროს მოედანზე რეალურად განახორციელეს ის, რისი განხორციელებაც სურდათ: „ გვინდოდა მეტოქეზე ზეწოლა და პირველი 30 წუთის განმავლობაში რთულ მდგომარეობაში ჩაგდება. ჩვენ ეს შევძელით. მეორე გოლი თამაშგარე რომ არ ყოფილიყო, ალბათ მატჩი უფრო მშვიდად წარიმართებოდა. 1-1-ის შემდეგ ცოტა უკან დავიხიეთ, რაც  კარგი არ იყო, ბევრი სირბილისა და დაღლის გამო. უკან დავიხიეთ, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ თამაშს არ დავშორდით“.  ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ნაკრები კარგად იყო მომზადებული, თუმცა ხაზი დაშვებულ შეცდომებსაც გაუსვა. 

ამდენად, სააგენტოს მიერ თურქეთის ნაკრების ფეხბურთელის ციტატა შეცვლილი სახით ვრცელდება, რამაც შესაძლოა, მომხმარებელს არასწორი შთაბეჭდილება შეუქმნას.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ლევან ღვინიანიძე
კრიშტიანუ რონალდუ
ჰაკან ჩალჰანოღლუ
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა

    [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. ჩვენ გვითხრეს უარი... მოლაპარაკებების გახსნაზე

    არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. ჩვენ გვითხ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • კალათბურთის ახალი სასახლე სატენდერო პირობებით უნდა აშენებულიყო 70 მილიონ ლარად, სინამდვილეში კი მერიამ 90 მილიონი ლარი გადაუხადა „გამარჯვებულ“ კომპანიას

    კალათბურთის ახალი სასახლე სატენდერო პირო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა