სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ქართველი კონსერვატორი“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, ტელეკომპანია პირველის სიახლის ყალბ ფოტოანაბეჭდს ავრცელებს. ფოტოანაბეჭდზე ვიდეოს კადრია გამოსახული, აღწერით: „88 წლის ქიზიყელი პაპა რობიზონ ნატროშვილი, რომელსაც ოცნება აუხდა და ევროპის ჩემპიონატს დაესწრება. მოხუცს ოცნება მამუკა ხაზარაძემ აუხდინა და სწრაფი სესხი დაუმტკიცა“. რეალურად, მსგავსი განცხადება ტელეკომპანია პირველს არ გამოუქვეყნებია.

პოსტი, რომლის რედაქტირებულ ანაბეჭდსაც Facebook-მომხმარებელი ავრცელებს, ტელეკომპანია პირველმა 2024 წლის 18 ივნისს გამოაქვეყნა. ტელეკომპანიის მიერ გაზიარებულ ვიდეოს თან ახლავს აღწერა: „88 წლის ქიზიყელი პაპა რობინზონ ნატროშვილი, რომელსაც ოცნება აუხდა და ევროპის ჩემპიონატს დაესწრება. მოხუცს ოცნება მამუკა ხაზარაძემ აუხდინა“. პოსტში არაფერია ნახსენები „სწრაფი სესხის“ შესახებ.

ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოანაბეჭდი ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5571 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია