• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: „სიმპსონებმა“ დონალდ ტრამპის მკვლელობა იწინასწარმეტყველეს

დეზინფორმაცია: „სიმპსონებმა“ დონალდ ტრამპის მკვლელობა იწინასწარმეტყველეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

15/07/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები აქტიურად ავრცელებენ ფოტოს (1, 2, 3, 4), რომელიც თითქოს „სიმპსონების“ მონაკვეთიდან არის აღებული და მასში გარდაცვლილი დონალდ ტრამპი ჩანს.  რეალურად, მსგავსი ეპიზოდი სერიალში საერთოდ არ გვხვდება, პოსტები  იმ კონსპირაციის გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც, „სიმპსონებმა“ მომავალი იწინასწარმეტყველეს.    

The Simpsons ამერიკულ სატელევიზიო ანიმაციურ სერიალია, რომლის დებიუტიც 1989 წლის 17 დეკემბერს, Fox Network-ზე საშობაო ეპიზოდით შედგა. ანიმაცია უკვე 35 სეზონს ითვლის და პოპულარობასაც არ კარგავს.

ფოტო, რომელზეც გარდაცვლილი ტრამპი ჩანს, ჯერ კიდევ 2017 წლიდან ვრცელდება. ფოტოსთან დაკავშირებული ინფორმაცია გადაამოწმეს  ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა ამერიკული LeadStories, Reuters, Snopes. 

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ არსებობს ვებგვერდი Wikisimpsons, რომელშიც სერიალიდან ყველა იმ ეპიზოდის ჩამონათვალია, სადაც  დონალდ ტრამპი გამოჩნდა ან საერთოდ ნახსენები იყო. აღნიშნულ ეპიზოდებში არ გვხვდება ტრამპის გარდაცვალების მონაკვეთი.  ერთ-ერთ ეპიზოდში, სახელწოდებით „Funeral for a Fiend“  დაკრძალვის სცენა გვხვდება, სავარაუდოდ, ტრამპის ფოტოც სწორედ ამ მონაკვეთიდან კადრის  რედაქტირებით შეიქმნა. 

 

ამავდროულად, მეტ სელმანმა, „The Simpsons“-ის აღმასრულებელმა პროდიუსერმა Reuters-ს დაუდასტურა,  რომ  მსგავსი ეპიზოდი სერიალში არ გვხვდება და ის დამუშავებულია. 

აღსანიშნავია, რომ ანიმაციასთან დაკავშირებით უკვე მრავალი წელია კონსპირაციული თეორიები ვრცელდება. „სიმპსონებს“ ხშირად მიაწერენ სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენის, მაგალითად, Covid-19-ისა და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის, იგივე ნოტრ-დამის ხანძრის წინასწარმეტყველებას. მაგალითად, კოვიდთან დაკავშირებით, კონსპიროლოგებმა გაავრცელეს მონაკვეთი, სადაც პერსონაჟი კენტ ბროკმანი თავის სტუდიაში ახალ ამბებს წარადგენს, ეკრანზე კი თითქოს ჩანს წარწერა „CORONA VIRUS“. რეალურად, მონაკვეთი დამუშავებულია და სინამდვილეში ეკრანზე წარწერა „Apocalypse Meow“ ჩანს. რაც შეეხება, ნოტრ-დამის ხანძარს, ანიმაციის ეპიზოდიდან კონსპიროლოგებმა ტაძრის კადრი დაამუშავეს და მას ფონზე ცეცხლის გამოსახულება დაუმატეს, რითაც ამტკიცებდნენ, რომ „სიმპსონებმა“ ხანძარი იწინასწარმეტყველეს (აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს 13 ივლისს საღამოს, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე ტყვია ესროლა. დონალდ ტრამპს თავდასხმის დროს ყური დაუზიანდა. გამოძიების ფედერალური სამსახურის (FBI) ინფორმაციით, თავდამსხმელი 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსია.

ამდენად, მტკიცება, რომ „სიმპსონებმა“ ტრამპზე თავდასხმა იწინასწარმეტყველეს, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ჩუტყვავილა
დონალდ ტრამპი
წინასწარმეტყველება
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა