სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი ნიკა გვარამიას ვიდეოს (დაარქივებული ბმული) აქვეყნებს, აღწერით: „ნიკა გვარამიას ერთი დღე“. აღსანიშნავია, რომ ვიდეო გავრცელდა TikTok-პლატფორმაზეც. რეალურად, ვიდეოს აუდიო მასალა ნიკა გვარამიას ბუნებრივ ხმასთან მიმსგავსებულია, რამაც შესაძლოა მსმენელს მცდარი წარმოდგენა შეუქმნას.

ვიდეო პარტია „ახალის“ Facebook-გვერდიდან აღებული სხვადასხვა ვიდეოს გამოყენებით შეიქმნა, ხოლო ხმოვანი ნაწილი მთლიანად შეცვლილია. ასე მაგალითად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს კადრი, რომელიც ქალაქ ზუგდიდში პარტიის წარმომადგნელების მოსახლეობასთან შეხვედრას ასახავს და ის პარტია „ახალის“ Facebook-გვერდზეა ხელმისაწვდომი (იხილეთ ქვემოთ პირველ სურათზე). ვიდეოს ერთ-ერთი მონაკვეთი კი, რომელზეც ნიკა გვარამია და ნიკა მელია ერთად ჩანან ჰალსტუხის შეკვრის მომენტში, ასევე პარტიის Facebook-გვერდზეა გამოქვეყნებული, პარტია „ახალის“ პრეზენტაციაზე არის გადაღებული (იხილეთ ქვემოთ მეორე სურათზე). ვიდეოებში არსებული ხმა და ტექსტი განსხვავდება Facebook-გვერდის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში არსებული ხმისა და ტექსტისგან.

ამდენად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია და შესაძლოა მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს.

პოლიტიკური პარტია „ახალის“ შექმნის შემდეგ, სოციალურ ქსელში მისი დამფუძნებლების დისკრედიტაციის მიზნით არა ერთი რედაქტირებული ფოტო/ვიდეო მასალა გავრცელდა, რაზეც „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ დაუწერია (1,2,3,4).

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია