• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის  ყალბი პოსტი ვრცელდება

სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის ყალბი პოსტი ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

02/09/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „Tata Martiashvili“ ირაკლი კობახიძის პოსტის ფოტოანაბეჭდს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). პოსტის მიხედვით, კობახიძე თითქოს წერს, რომ „ინვალიდების ოლიმპიადის გამარჯვებულ ჩვენს საამაყო სპორტსმენს მთავრობა დააჯილდოვებს 5000 ლარით!“. სინამდვილეში,  პოსტი გაყალბებულია და კობახიძეს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

  

ცნობისთვის, 23 აგვისტოს პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მან 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტიტულისთვის ბრძოლაში ყირგიზი სპორტსმენი დაამარცხა. 2024 წლის მკლავჭიდის და პარამკლავჭიდის ჩემპიონატი მოლდოვაში გაიმართა. 

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ  მსგავსი შინაარსის პოსტი ირაკლი კობახიძის Facebook-გვერდზე არ იძებნება. სპორტსმენთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს პოსტი საერთოდ არ გამოუქვეყნებია. 

ასევე, არ იძებნება ინფორმაცია პოსტში აღნიშნულ ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა ლომინაძის პოსტში ვკითხულობთ, რომ ჩემპიონებმა და პრიზიორებმა სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად განსაზღვრული ფულადი ჯილდო მიიღეს, თუმცა რაოდენობა არ სახელდება. 

აღსანიშნავია, რომ Facebook-ანგარიში „Tata Martiashvili“ გაყალბებული პოსტების ფოტოანაბეჭდებს ხშირად ავრცელებს (1,2,3). 

ამგვარად, გავრცელებული პოსტი ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
გაყალბებული პოსტი
ირაკლი კობახიძე
ვახტანგ ახობაძე
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა