სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „მაია თვალთვაძე“, რომლის გავრცელებული ყალბი ამბები „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (ბმული 1, 2, 3), ვიდეოს ავრცელებს. ვიდეოს აღწერაში წერს, რომ ახალგაზრდა სპორტსმენი ოლიმპიადაზე უეცრად გარდაიცვალა. „ოლიმპიური სროლის სპორტსმენმა კიმ იეჯიმ პრესკონფერენციაზე გულის გაჩერება მიიღო, მას შემდეგ რაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა და თავის ასპარეზობაში ოქროს მედალი მოიპოვა.“ ამის მიზეზად კი ვაქცინას ასახელებს. სინამდვილეში, სპორტსმენი არ გარდაცვლილა.

კიმ იეჯი სამხრეთ კორეელი მიზანში მსროლელია, რომელიც საკუთარ ქვეყანას 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე წარმოადგენდა და ვერცხლის მედალიც მოიპოვა.

სამხრეთ კორეელი სპორტსმენი კიმ იეჯი შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც სამხრეთ კორეაში, იმსილში (მხარე, რომელსაც 7 წლის განმავლობაში წარმოადგენდა) პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოდიოდა, რის შედეგადაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. სოციალურ ქსელში გავრცელდა მტკიცება, თითქოს მას გული გაუჩერდა და შედეგად კარდიოპულმონური რეანიმაცია (CPR) ჩაუტარეს. თუმცა Reuters-ის ცნობით, იმსილის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ეს სიცრუე იყო. რეალურად, მიზეზი ოლიმპიადის შემდგომი სტრესი და გადაღლილობა იყო.

სპორტსმენის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.

ამგვარად, ინფორმაცია, თითქოს კიმ იეჯი შეუძლოდ ოლიმპიადაზე გახდა და გარდაიცვალა, ყალბია.

--------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია