• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

25/09/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1, 2) საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიდეოს ავრცელებენ (დაარქივებული ბმული), რომელშიც, პოსტის მიხედვით, პრეზიდენტის ერთი დღეა აღწერილი. ვიდეო ხელმისაწვდომია TikTok პლატფორმაზეც. რეალურად, ვიდეო რედაქტირებულია და შეცვლილია  აუდიომასალა, რომელიც  სალომე ზურაბიშვილის  ბუნებრივ ხმასთან მიმსგავსებულია, რამაც სოციალური ქსელის მომხმარებლები შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს.

 

ვიდეო სალომე ზურაბიშვილის სატელევიზიო ინტერვიუებიდან თუ სიუჟეტებიდან აღებული მონაკვეთებისგან შედგება, ხოლო აუდიომასალა მთლიანად გაყალბებულია. 

მაგალითად, Facebook-ანგარიშების  მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს კადრი, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი პასკას  ამზადებს და ისმის ხმა: „დღეს ჩემი ერთი დღე მინდა გაჩვენოთ, დილაადრიან ავდექი, მაკრონი მოვხარშე და ემანუელ მაკარონს დავურეკე. აა, ბოდიში, მაკარონი მოვხარშე და ემანუელ მაკრონს დავურეკე“. ვიდეოს ეს  მონაკვეთი აღებულია ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირის“  სიუჟეტიდან, რომელშიც რეალურად სალომე ზურაბიშვილი ამბობს (3:32 წუთიდან): „ბიძაჩემი იყო პასკის სპეციალისტი და პატარა ვიყავი, როცა ვუყურებდი, ძალიან დამამახსოვრდა ერთხელ როცა მითხრა, რომ იმდენი უნდა ზილოო ესაო, სანამ ერთი წვეთი ოფლი არ ჩავარდებაო, მანამდე არ არის მზადო და ვფიქრობდი, ეს მერე როგორ უნდა ვჭამო“. 

რედაქტირებულ ვიდეოში იმავე სიუჟეტიდან არის აღებული კიდევ ერთი მონაკვეთი, რომელშიც თითქოს პრეზიდენტი ამბობს: „ცოტა შეშინებულზე გადავწყვიტე ლიბერალურ ტრენდებს ავყოლოდი და ამ გაურკვეველი ორიენტაციის ახალგაზრდებს საქართველოს მომავალი ვეძახე, როგორც ჩანს, გავასულელე და გამაღმერთეს“. სიუჟეტში კი რეალურად პრეზიდენტი ამბობს (4:33 წუთიდან):  „ვცდილობდი, ყოველთვის სადაც ვიყავი და მე ძირითადად უცხოეთში, სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობდი, ვცდილობდი ყოველთვის ეს აღდგომა ყოფილიყო ასეთი, თუნდაც ზოგჯერ არ იყო, აფრიკაში რომ ვიყავი, ქართველი არავინ არ იყო, მაგრამ ვცდილობდი, რომ ეს სიხარული ყოფილიყო,  დამეპატიჟებინა ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება არ იზიარებდნენ ამას, მაგრამ სიხარულის გაზიარება ყოველთვის შეიძლება“. 

 

ამდენად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია,  ვინაიდან აუდიომასალაში ხმა პოლიტიკოსის რეალურ ხმასთან ძალიან მიმსგავსებულია, ვიდეომ სოციალური ქსელის მომხმარებლები შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს.

მსგავსი შინაარსით, რედაქტირებული ვიდეოები ნიკა გვარამიას, გიორგი გახარიას , მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ ჯაფარიძის  შესახებაც გაავრცელეს. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
რედაქტირებული ვიდეო
სალომე ზურაბიშვილი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა