• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
2025 წლის პირველ ნახევარში, სურსათზე ფასების ზრდის ტემპმა ინფლაციის საშუალო განაკვეთს ორჯერ გადააჭარბა

2025 წლის პირველ ნახევარში, სურსათზე ფასების ზრდის ტემპმა ინფლაციის საშუალო განაკვეთს ორჯერ გადააჭარბა

სამომხმარებლო ფასები მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 3.1%-ით გაიზარდა.

14/07/2025
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

სამომხმარებლო ფასები მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 3.1%-ით გაიზარდა. აღნიშნული ძალიან ახლოსაა ინფლაციის სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან, მაგრამ არის რამდენიმე საყურადღებო გარემოება: ინფლაციის ტემპი თვიდან თვემდე იზრდება, სურსათი სხვა პროდუქტზე მეტად გაძვირდა, რაც დაბალშემოსავლიანი ოჯახების მდგომარეობაზე კიდევ უფრო მძიმედ აისახა.

ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს. 2019-2022 წლებში ინფლაციამ სამიზნე მაჩვენებელს ზედიზედ ოთხჯერ გადააჭარბა. ამ პერიოდში სამომხმარებლო ფასები ჯამურად 35%-ით გაიზარდა. 2023 წელს ინფლაციის განაკვეთი 2.5%-მდე, ხოლო 2024 წელს 1.1%-მდე შემცირდა, 2025 წლიდან კი ისევ ზრდა დაიწყო, პირველ კვარტალში მან 2.6%-სა და მეორე კვარტალში 3.6%-ს მიაღწია, თვეების მიხედვით - იანვარში 2%-სა და ივნისში 4%-ს.

სამომხმარებლო კალათა 12 ჯგუფში გადანაწილებულ 305 დასახელების პროდუქტსა და მომსახურებას მოიცავს, რომელთაგანაც თითოეულს თავის წონა გააჩნია.

სურსათისა და უალკოჰოლოს სასმელების ჯგუფი 92 დასახელების პროდუქტს მოიცავს და მისი ფარდობითი წონა 32.2%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიან ინფლაციაზე ყველაზე დიდ გავლენას ამ ჯგუფში შემავალ პროდუქტებზე ფასების ცვლილება ახდენს. შედარებისთვის ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ფარდობითი წონა 6.4%-ს შეადგენს, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის - 3.8%-ს.

გრაფიკი 1: ინფლაცია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც მთლიანი სამომხმარებლო კალათა, ასევე მასში შემავალ პროდუქტებზე წონების გადანაწილება მაინც პირობითია, რადგან გემოვნებისა თუ შესაძლებლობების გამო ადამიანი უპირატესობას სხვადასხვა პროდუქტს ანიჭებს. თუ ივნისში ზოგადმა ინფლაციამ 4% შეადგინა, მომხმარებელთა გარკვეული კატეგორიისთვის ის შეიძლება 3% ყოფილიყო და გარკვეული კატეგორიისთვის 7% ან 10%.

რადგან საკვები პირველადი მოხმარების პროდუქტს წარმოადგენს, დაბალშემოსავლიანი ადამიანი თავისი მცირე შემოსავლის დიდ ნაწილს და ზოგ შემთხვევაში უდიდეს ნაწილსაც სწორედ საკვებზე ხარჯავს. შესაბამისად, დაბალშემოსავლიანი ადამიანებს მიმდინარე წლის პირველ ნახევრში საშუალოზე მეტად გაუძვირდათ ცხოვრება.

თავად სურსათის ჯგუფშიც, ივნისში პური, ზეთი, კარტოფილი, ყავა, თევზი, შოკოლადი და არაჟანი 10%-ზე მეტით გაძვირდა, ანუ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების საშუალო ინფლაციაზე მეტად.

ცხრილი 1: წლიური ინფლაცია 2025 წლის ივნისში ზოგიერთი დასახელების საკვებ პროდუქტზე


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

არასაკვები პროდუქტებიდან ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად 27%-ით კინოსეანსის ბილეთი, 26%-ით საავადმყოფოს მომსახურება და 24%-ით ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტი გაძვირდა.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, 2013 წლიდან დღემდე, უმეტეს შემთხვევაში, ინფლაცია საკვებ პროდუქტზე ზოგად ინფლაციას აღემატებოდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში 2013 წლის იანვრიდან 2025 წლის ივნისის ჩათვლით, სამომხმარებლო ფასები ჯამურად 71%-ით გაიზარდა, ცალკე აღებული სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები კი 109%-ით. ტენდენცია განსაკუთრებით 2019 წლიდან გამოიკვეთა, რა დროსაც გამონაკლისი მხოლოდ 2024 წელი იყო. 2019 წლიდან დღემდე, სამომხმარებლო ფასები საშუალოდ 45%-ით გაიზარდა, ხოლო სურსათის ფასები 73%-ით.

გრაფიკი 2: წლიური ინფლაცია


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, იმ პროდუქციისა და მომსახურების შესაძენად, რისთვისაც დღეს 1000 ლარია საჭირო, 2012 წელს 585 ლარი საკმარისი იქნებოდა, ხოლო 1000 ლარის სურსათის შესაძენად 480 ლარი. თუ ათვლას 2018 წლიდან დავიწყებთ[1] დღევანდელი 1000 ლარი იმავე ძალისაა რაც 2018 წლის 690 ლარი, ხოლო დღევანდელ 1000 ლარად იმდენივე სურსათისა და უალკოჰოლო სასმელის შეძენა იქნება შესაძლებელი რისთვისაც 2018 წელს 580 ლარი საკმარისი იქნებოდა.

ინფლაციაზე საუბრისას გასათვალისწინებელია კიდევ ერთი დეტალი. ბაზარზე თითოეული დასახელების მრავალი პროდუქტი არსებობს, რამდენიმე ბრენდის ზეთი, კარაქი, შოკოლადი და ასე შემდეგ. ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაძლოა, ერთი რომელიმე კონკრეტული დასახელების შოკოლადის ფილა 13%-ით გაძვირდა, სხვა დასახელების შოკოლადის ფილა 20%-ით, ამ შემთხვევაში ოფიციალურ ინფლაციაში 13%-იანი გაძვირება იქნება დაფიქსირებული, მაგრამ მეორე დასახელების შოკოლადის მომხმარებლისთვის შოკოლადი 20%-ით იქნება გაძვირებული. იგივე მიდგომა ვრცელდება ზეთზეც, ვერმიშელზე, ყავაზე და ზოგადად პროდუქტთა უმრავლესობაზეც. აღნიშნული თავისებურების გათვალისწინებით, ხშირად ადამიანთა რეალური პერსონალური ინფლაცია რეალურ ინფლაციას აღემატება.

მაშინაც კი, თუ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იქნება, 5 და 10 წელიწადში სამომხმარებლო ფასები მაინც მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი, მაღალი ინფლაციის დროს ჯამური ეფექტი კიდევ უფრო მეტადაა საგრძნობი. როდესაც ხდება იმის შეფასება, თუ რამდენით გაიზარდა მშპ, საშუალო ხელფასი ან ასაკობრივი პენსია დროის გარკვეულ მონაკვეთში, ინფლაციის გათვალისწინება აუცილებელი პირობაა და მის გარეშე დასახელებული რიცხვები უბრალოდ შეცდომაში შემყვანია. 2012-დან 2024 წლამდე მიმდინარე ფასებში დათვლით მშპ ერთ სულ მოსახლეზე 232%-ით 7480-დან 24 870 ლარამდე გაიზარდა, ეს მაშინ, როცა 2019 წლის მუდმივ ფასებში დათვლით, იმავე ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ზრდის ტემპმა მხოლოდ 88% შეადგინა და 9700-დან 18 270 ლარამდე გაიზარდა.

[1] 2018 წლის შემდეგ დაჩქარდა როგორც ზოგადი ინფლაცია, ასევე ინფლაცია საკვებ პროდუქტებზე. 2013-2018 წლებში ჯამურმა ინფლაციამ 18%, ხოლო ინფლაციამ სურსათზე 21% შეადგინა, მაშინ, როცა მეორე ექვსწლიან მონალვეთში 2019-2024 წლებში სამომხმარებლო ფასები ჯამურად 40%-ითა და საკვები პროდუქტები 63%-ით გაძვირდა

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2025 წლის პირველ ნახევარში, სურსათზე ფასების ზრდის ტემპმა ინფლაციის საშუალო განაკვეთს ორჯერ გადააჭარბა

    2025 წლის პირველ ნახევარში, სურსათზე ფას...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • თქვი, ვეთანხმებით 2024 წლის არჩევნების დასკვნას, სადაც არჩევნები კონკურენტუნარიანად არის ნაღიარები

    თქვი, ვეთანხმებით 2024 წლის არჩევნების დ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • 2024 წელს სიღარიბემ შეადგინა 9.4%... 2012 წელს 1 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, 30% იყო სიღარიბის დონე, ეს მაჩვენებელი შემცირდა 350 ათასამდე

    2024 წელს სიღარიბემ შეადგინა 9.4%... 201...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა