• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2025-2026 სასწავლო წელს, ჯერ მხოლოდ პირველი სართულის რკინა-ბეტონის კონსტრუქციაა ამოყვანილი, მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე 4 მლნ ლარი დაიხარჯა

თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2025-2026 სასწავლო წელს, ჯერ მხოლოდ პირველი სართულის რკინა-ბეტონის კონსტრუქციაა ამოყვანილი, მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე 4 მლნ ლარი დაიხარჯა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ დასკვნით, ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

14/08/2025
ნახევრად სიმართლე
განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
Facebook Linkedin Twitter Print

ნიკა ჩერქეზიშვილი: თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2025-2026 სასწავლო წელს, ჯერ მხოლოდ პირველი სართულის რკინა-ბეტონის კონსტრუქციაა ამოყვანილი, მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე 4 მლნ ლარი დაიხარჯა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ დასკვნით, ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ თბილისის მე-11 სკოლის (ასევე 209-ე, 128-ე, 133-ე) პროექტირება/მშენებლობისთვის ტენდერი (NAT230002009) 2023 წლის 31 იანვარს გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 39 962 635 ლარი იყო. ტენდერს ერთადერთი მონაწილე - შპს „ინსი“ ჰყავდა, რომელთანაც საბოლოოდ 39 563 009-ლარიანი ხელშეკრულება 2023 წლის 21 მარტს გაფორმდა.
კონკრეტულად, მე-11 სკოლის პროექტირება/მშენებლობის ბიუჯეტი 14.4 მლნ ლარია. აქედან 9.9 მლნ ლარი უკვე დახარჯულია. მე-11 სკოლა 650 მოსწავლეზეა გათვლილი. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 650-მოსწავლიანი სკოლის მშენებლობის შემთხვევაში, სკოლის შენობის პროექტირება 6 თვეში უნდა დასრულდეს, სამშენებლო სამუშაოებისთვის კი 22 თვეა გათვალისწინებული. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შპს „ინსთან“ ხელშეკრულება 2023 წლის 21 მარტს გაფორმდა. შესაბამისად, პროექტირება 6-თვიან პერიოდში - 2023 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, ხოლო უკვე სკოლის მშენებლობა - 22 თვეში, 2025 წლის აგვისტოში. დღეის მონაცემებით, ჯერ მხოლოდ სკოლის პირველი სართულის რკინა-ბეტონის კონსტრუქციაა ამოყვანილი. შესაბამისად, ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადების ეს ნაწილი სიმართლეა.
რას შეეხება მე-11 სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე დახარჯულ თანხებს, მისი ოდენობის დადგენა ღია წყაროების საშუალებით ვერ ხერხდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ სხვა მონაცემების გამოყენებით შევეცადეთ, განგვესაზღვრა, ერთ მოსწავლის ტრანსპორტირებაზე დღიურად დაახლოებით რა რაოდენობით თანხა იხარჯება.
2024 წელს სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის გამო ალტერნატიულ სკოლებში 21 203 მოსწავლე იყო გადანაწილებული, რომელთა ტრანსპორტირებაზე ჯამში 15 მლნ ლარი დაიხარჯა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ერთი მოსწავლის დღიური ტრანსპორტირების ხარჯი დაახლოებით 3.5 ლარი იყო.
ნიკა ჩერქეზიშვილი აცხადებს, რომ 4 წლის განმავლობაში მე-11 სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე 4 მლნ ლარი დაიხარჯა, ე.ი წლიურად 1 მლნ ლარი. მე-11 სკოლაში 650 მოსწავლე სწავლობს. წლიურად მოსწავლის ტრანსპორტირების ხარჯი 1 538 ლარი გამოდის, დღიური ხარჯი - დაახლოებით 7.7 ლარი, რაც ჩვენ მიერ გამოთვლილ თანხას 2-ჯერ მეტად აღემატება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ნიკა ჩერქეზიშვილი მე-11 სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების ხარჯებს გადაჭარბებით, გაორმაგებულად ასახელებს.
აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა ნიკა ჩერქეზიშვილმა ნაძალადევის რაიონში ბრიფინგი მოაწყო, სადაც ამავე რაიონში სკოლების გაჭიანურებულ მშენებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა: „ჩვენ ვდგავართ მე-11 სკოლასთან, ამ სკოლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2025-2026 სასწავლო წელს, თუმცა ჯერ მხოლოდ პირველი სართული რკინა-ბეტონის კონსტრუქციაა ამოსული. ამ სკოლის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს 14.5 მლნ ლარი. ბავშვები ვერ იღებენ ხარისხიან განათლებას. ეს არ არის ერთადერთი სკოლა ნაძალადევის რაიონში, რომელიც დაანგრიეს და ვეღარ ააშენეს, ასეთი სკოლებია, მე-4, მე-10, მე-14, 113-ე. სკოლის მოსწავლეები წლების განმავლობაში მარშუტკებით დაჰყავთ სხვადასხვა სკოლებში, რის გამოც ბავშვები ვერ იღებენ ხარისხიან განათლებას, სწავლობენ შეზღუდული საგაკვეთილო დროით. ამ კონკრეტული სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის 4 მლნ ლარია დახარჯული“.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი 2022-2026 წლებში უნდა განხორციელდეს. ჯამში 80 სკოლის მშენებლობა და 720-ის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 1 მილიარდი ლარია. პროექტის დასრულების შემდეგ, თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს.

სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. მიმდინარე წელს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 467 800 000 ლარის დახარჯვა არის დაგეგმილი, 2024 წელს ბიუჯეტში ამავე მიზნით 387 455 000 ლარი იყო გამოყოფილი, 2023 წელს - 193 593 000 ლარი, 2022 წელს კი 88 269 207 ლარი დაიხარჯა.

სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაცია მიმდინარეობს ნაძალადევშიც. თითქმის ოთხი წელია, რაც რაიონში სკოლების უმრავლესობა, კერძოდ: მე-4, მე-9, მე-10, მე-11, მე-14, 113-ე სკოლა დანგრეულია, ნაწილში სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია, თუმცა მომავალ სასწავლო წელს მოსწავლეების მიღებას ვერც ერთი სკოლა ვერ შეძლებს.

რაც შეეხება კონკრეტულად ნიკა ჩერქეზიშვილის მიერ დასახელებულ მე -11 სკოლას, სხვა სკოლების მსგავსად, ისიც თითქმის ოთხი წელია დანგრეულია.


სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ მე-11 სკოლის (ასევე 209-ე, 128-ე, 133-ე) პროექტირება/მშენებლობისთვის ტენდერი (NAT230002009) 2023 წლის 31 იანვარს გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 39 962 635 ლარი იყო. ტენდერს ერთადერთი მონაწილე - შპს „ინსი“ ჰყავდა, რომელთანაც საბოლოოდ 39 563 009- ლარიანი ხელშეკრულება 2023 წლის 21 მარტს გაფორმდა.

კონკრეტულად, მე-11 სკოლის პროექტირება/მშენებლობის ბიუჯეტი 14.4 მლნ ლარია. საიდანაც 9.9 მლნ ლარი უკვე დახარჯულია. მე-11 სკოლა 650 მოსწავლეზეა გათვლილი. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 650-მოსწავლიანი სკოლის მშენებლობის შემთხვევაში, სკოლის შენობის პროექტირება 6 თვეში უნდა დასრულდეს, სამშენებლო სამუშაოებისთვის კი 22 თვეა გათვალისწინებული. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შპს „ინსთან“ ხელშეკრულება 2023 წლის 21 მარტს გაფორმდა. შესაბამისად, პროექტირება 6-თვიან პერიოდში - 2023 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, ხოლო უკვე სკოლის მშენებლობა - 22 თვეში, 2025 წლის ოქტომბერში. დღეის მონაცემებით, ჯერ მხოლოდ სკოლის პირველი სართულის რკინა-ბეტონის კონსტრუქციაა ამოყვანილი. (ფოტო) შესაბამისად, ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადების ეს ნაწილი სიმართლეა.

რას შეეხება მე-11 სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე დახარჯულ თანხებს, სკოლის დანგრევის გამო, მოსწავლეები სასწავლებლად უახლოეს სკოლებში არიან გადანაწილებული. რადგან ნაძალადევში არსებული სკოლების დიდი უმრავლესობა დანგრეულია, მოსწავლეები ძირითადად დიდუბის სკოლებში დადიან.

სახელმწიფო ბიუჯეტში მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა მუხლ 32 02 10 -დან ფინანსდება. მიმდინარე წელს ამ მიზნით 70 მლნ ლარია გათვალისწინებული, 2024 წელს 51.6 მლნ დაიხარჯა, 2023 წელს - 51 მლნ, 2022 წელს - 28.3 მლნ, 2021 წელი - 17 მლნ. აღნიშნული პროგრამა ისეთ დასახლებულ პუნქტებში, სადაც სკოლები არ ფუნქციონირებს ან სოფლებს/დაბებს შორის დიდი მანძილია, მცხოვრები მოსწავლეების, სოფლის/დაბის/ქალაქის საჯარო სკოლის შშმ პირის და სსსმ პირის სტატუსის მქონე მოსწავლეების, ეტლით მოსარგებლე მოსწავლეების და იმ საჯარო სკოლების, რომლებშიც სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, მოსწავლეთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

რადგან მე-11 სკოლის მოსწავლეების გადაადგილებაზე დახარჯული თანხის ოდენობის დადგენა ღია წყაროების საშუალებით ვერ ხერხდება, ჩვენ სხვა მონაცემების გამოყენებით შევეცადეთ, განგვესაზღვრა, ერთ მოსწავლის ტრანსპორტირებაზე დღიურად დაახლოებით რა რაოდენობით თანხა იხარჯება.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მუშაობის წლიური ანგარიშების მიხედვით, 2022 წელს 36 713 ბავშვის გადაყვანაზე 28.3 მლნ ლარი დაიხარჯა. შესაბამისად, დღიურად ერთი ბავშვის გადაყვანა დაახლოებით 3.9 ლარი ჯდებოდა (გაანგარიშებული 9 სასწავლო თვეზე, თვეში 22 დღეზე).

2024 წელს სკოლის დანგრევის გამო ალტერნატიულ სკოლებში 21 203 მოსწავლე იყო გადანაწილებული, რომელთა ტრანსპორტირებაზე 15 მლნ ლარი დაიხარჯა (იხ. სტატია). ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ერთი მოსწავლის ტრანსპორტირების ხარჯი დაახლოებით 3.5 ლარი იყო.

ნიკა ჩერქეზიშვილი აცხადებს, რომ 4 წლის განმავლობაში მე-11 სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე 4 მლნ ლარი დაიხარჯა, ე.ი წლიურად 1 მლნ ლარი. მე-11 სკოლაში 650 მოსწავლე სწავლობს. წლიურად მოსწავლის ტრანსპორტირების ხარჯი 1 538 ლარი გამოდის, დღიური ხარჯი - დაახლოებით 7.7 ლარი, რაც ჩვენ მიერ გამოთვლილ თანხას 2-ჯერ მეტად აღემატება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ნიკა ჩერქეზიშვილი მე-11 სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების ხარჯებს გადაჭარბებულად ასახელებს.

განხილული მასალიდან გამომდინარე „ფაქტ-მეტრი“ ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2025-2026 სასწავლო წელს, ჯერ მხოლოდ პირველი სართულის რკინა-ბეტონის კონსტრუქციაა ამოყვანილი, მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე 4 მლნ ლარი დაიხარჯა

    თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომელიც დროში ისედაც გაჭიანურებული იყო, საერთოდ შეჩერდა, რადგან მიმწოდებელს ხელშეკრულება შეუწყდა

    გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • 6 თვეში ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების ზრდის ტემპი 23%-დან 6%-მდე შემცირდა

    6 თვეში ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა