• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
პროექტის მიხედვით, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 30 მლრდ ლარს გადააჭარბებს

პროექტის მიხედვით, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 30 მლრდ ლარს გადააჭარბებს

ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი წარუდგინა.

06/10/2025
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი წარუდგინა. დოკუმენტი მშპ-ის 5%-იან ზრდაზეა გათვლილი. ნომინალური ეკონომიკის მოცულობა 111 მლრდ ლარით, ბიუჯეტის დეფიციტი 2.5%-ით, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით 35%-ით განისაზღვრა.

შემოსულობები (ყველა შემოსავალი ერთად) 9.9%-ით - 30.3 მლრდ ლარამდე, ხოლო გადასახდელები (ყველა ხარჯი ერთად) 9.1%-ით - 30.5 მლრდ ლარამდე იზრდება.

ბიუჯეტის მთავარი შემავსებელი გადასახადებია. ამ ნაწილში მოსალოდნელი ზრდის ტემპი შედარებით დაბალია და 5.2%-ს შეადგენს. 2025 წლის ბიუჯეტში გადასახადების წილი 79.3%-ია, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი - 76%.

2025 წლის გეგმით, 3.4 მლრდ ლარის ვალის აღებაა გათვალისწინებული, 2026 წლის პროექტის მიხედვით კი 5.2 მლრდ-ის. 1.8-დან 3.4 მლრდ-მდე იზრდება ვალის დაფარვის მაჩვენებელიც, თუმცა საერთო ჯამში ვალდებულებების ცვლილება 300 მლნ-ით - 2.3 მლრდ ლარამდე იზრდება.

5.2 მლრდ-დან 1.8 მლრდ საშინაო ვალია, 3.4 მლრდ საგარეო ვალი. თავად საგარეო ვალში 2 მლრდ ჩვეულებრივი სესხია და 1.4 მლრდ ფასიანი ქაღალდები[1]. საშინაო ვალი მთლიანად ფასიანი ქაღალდების გამოშვებით იქნება აღებული.

ცხრილი 1: შემოსულობები და გადასახდელები სახელმწიფო ბიუჯეტში (მლნ. ლარი)


წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ასაკრეფი გადასახადებისგან ფინანსთა სამინისტრო გეგმით 5.2%-ით მეტი თანხის მიღებას ელის. ყველაზე მეტად - 10.9%-ით, საშემოსავლო გადასახადიდან ამოსაღები თანხის მოცულობა იზრდება, დღგ - 6.7%-ით. აქციზისა და მოგების გადასახადის შემთხვევაში მოსალოდნელი ნომინალური ზრდა, ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე ნაკლებია. იმპორტის გადასახადის მოცულობა არ იცვლება. სხვა გადასახადებიდან მისაღები თანხა მცირდება, თუმცა ეს ცალკე გადასახადის სახეობა არაა და მასში გაუნაწილებელი გადასახადებია აკუმულირებული.

ცხრილი 2: საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახადები (მლნ ლარი)


წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ზოგიერთი გამონაკლისის გარდა იზრდება თითქმის ყველა მხარჯავი უწყების დაფინანსება. ყველაზე მეტი თანხა - 9.6 მლრდ ლარი - ამჯერადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროზეა გამოყოფილი. ამ თანხიდან ნახევარზე მეტი - 5 მლრდ ლარი, მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე დაიხარჯება. 70 წლამდე პირების ასაკობრივი პენსია 20 ლარით - 370 ლარამდე, ხოლო 70 წლიდან პირების პენსია 45 ლარით - 495 ლარამდე იზრდება. 2025 წლის გეგმით, პენსიებზე ბიუჯეტის 16.1%-ია გამოყოფილი, 2026 წლის პროექტის მიხედვით - 16.5%. გარდა იმისა, რომ პენსიები ნომინალურად იზრდება, იზრდება პენსიონერთა რაოდენობაც. 2024 წლის იანვარში პენსიას 840 ათასი ადამიანი იღებდა, იმავე წლის დეკემბერში - 864 ათასი, ხოლო 2025 წლის აგვისტოში - 880 ათასი.

83 მლნ ლარით, 1.7 მლრდ-მდე იზრდება მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალურად დაცვისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობაც. 130 მლნ ლარით, 1.350 მლრდ-მდე იზრდება საყოველთაო დაზღვევის ბიუჯეტიც.

მეორე ადგილზე - 3.1 მლრდ-იანი დაფინანსებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროა. 700 მლნ ლარი საავტომობილო გზების მოვლა-შენახვისთვის დაიხარჯება და ასევე 700 მლნ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის. წყალმომარაგების სისტემის-აღდგენა-განვითარებას 515 მლნ ლარი უნდა მოხმარდეს, ხოლო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას - 623 მლნ ლარი.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება მნიშვნელოვნად 470 მლნ ლარით - 2.6 მლრდ-მდე მცირდება. მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის 2025 წელს 70 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, 2026 წლის პროექტში ამ პუნქტის გრაფაში 0 ლარი წერია. 538-დან 58 მლნ-მდე მცირდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის დაფინანსებაც.

თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 70 მლნ ლარით,1.8 მლრდ ლარამდე იზრდება, თუმცა ეს ზრდა მთლიანად ხელფასებზე მოდის. შრომის ანაზღაურება თავდაცვის სამინისტროში 832 მლნ-დან 920 მლნ ლარამდე იზრდება. თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე კი პირიქით 45 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯება და მისი დაფინანსება 330-დან 285 მლნ ლარამდე მცირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაფინანსების ზრდა ძირითადად ხელფასებზე მოდის (იზრდება 967 მლნ-დან 1.072 მლრდ-მდე). ეკონომიკის სამინისტროში - ძირითადად ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებაზე.

ცხრილი 3: სამინისტროებისთვის გამოყოფილი ასიგნებები (მლნ. ლარი)


წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

სამინისტროების გარდა, უმრავლეს შემთხვევაში, ხელფასების ხარჯზე იზრდება სხვა მხარჯავი ორგანიზაციების დაფინანსებაც. სუს-ის დაფინანსება 252-დან 265 მლნ-მდე იზრდება, პროკურატურის - 71-დან 96 მლნ-მდე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის - 110-დან 121 მლნ-მდე. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 101 მლნ-ზე ნარჩუნდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის კი 129-დან 44 მლნ ლარამდე მცირდება. შემცირება არასაარჩევნო წლით აიხსნება.

რამდენიმე გადამუშავების შემდეგ, ბიუჯეტი საბოლოოდ დეკემბრის მეორე ნახევარში უნდა დამტკიცდეს. როგორც წინა წლების პრაქტიკამ აჩვენა, ძირითადი მიმართულებები არა, მაგრამ ზოგიერთი პუნქტი იცვლება ხოლმე. უმეტეს შემთხვევაში, იზრდება როგორც შემოსულობების, ასევე გადასახდელების მოცულობა.

[1] ფასიანი ქაღალდებით ევრობონდების რეფინანსირებაა დაგეგმილი. 500 მლნ დოლარიანი ევროობლიგაციები მთავრობამ 2008 წელს გამოუშვა, ისინი უკვე ორჯერ 2011 და 2021 წლებში გადაიფარა.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • პროექტის მიხედვით, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 30 მლრდ ლარს გადააჭარბებს

    პროექტის მიხედვით, 2026 წლის სახელმწიფო...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • 2024 წლის დეკემბრის შემდეგ, აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რიცხოვნობა  1 314-ით გაიზარდა

    2024 წლის დეკემბრის შემდეგ, აჭარაში საარ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ახალგაზრდებში, ბავშვებში კატასტროფულად არის გაზრდილი სიმსივნური დაავადებები. რატომაა ეს? მწვანე საფარი არის ქალაქში ძალიან ცოტა, 3-4 კვ.მ-ია ერთ სულ მოსახლეზე

    ახალგაზრდებში, ბავშვებში კატასტროფულად ა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა