იტვირთება

2013

წლის 1 ოქტომბერს პარლამენტში ეკონომიკური დებატები გაიმართა. სხვა დეპუტატებთან ერთად, აღნიშნულ დებატებზე სიტყვით გამოვიდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი - პაატა კვიჟინაძე. მან მთლიანი შიდა პროდუქტის მდგომარეობაზე შემდეგი განცხადება გააკეთა: „2013 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, რეალურ სექტორში, გარდა მშენებლობისა, ყველგან ზრდა დაფიქსირდა. მაგალითად, ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა 19,5%–ით; კავშირგაბმულობა გაიზარდა 7,9%–ით; ვაჭრობა – 6,8%–ით; სოფლის მეურნეობა – 6,7%; ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, მეთევზეობა – 6,7%; საფინანსო საქმიანობა 6,5%; სამთომოპოვებითი მრეწველობა– 5,9%; ოპერაციები უძრავი ქონებით – 5,2%; დამამუშავებელი მრეწველობა – 5,1%. რაც შეეხება მშენებლობას, ეს პრაქტიკულად ეკონომიკის ერთადერთი სექტორია, სადაც კლება შეიმჩნევა“.

ფაქტ–მეტრი დეპუტატის მიერ მოყვანილი სტატისტიკის სიზუსტით დაინტერესდა.

პაატა კვიჟინაძე „საქსტატის“ მიერ 2013 წლის 19 ივნისს გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე საუბრობს, რომელიც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (2013 წლის პირველი კვარტლის) წინასწარ მაჩვენებლებს ასახავს (

დაზუსტებული მონაცემები 15 ნოემბერს გახდება ცნობილი).

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემების თანახმად, მშპ–ს რეალური ზრდა წინა წლის შესაბამისი პერიოდის მიმართ შემდეგნაირად გამოიყურება (მონაცემები გაანალიზებულია სექტორების მიხედვით): ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასების მაჩვენებელი – გაიზარდა 19,5%–ით; კავშირგაბმულობა – გაიზარდა 7,9% – ით; ვაჭრობა – გაიზარდა 6,8%–ით; სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, მეთევზეობა – გაიზარდა 6,7%–ით; საფინანსო საქმიანობა – გაიზარდა 6,5%–ით; სამთომოპოვებითი მრეწველობა – გაიზარდა 5,9%–ით; ოპერაციები უძრავი ქონებით – გაიზარდა 5,2%–ით; დამამუშავებელი მრეწველობა – გაიზარდა 5,1%–ით.

უარყოფითი მაჩვენებლები შემდეგ სექტორებში დაფიქსირდა: მშენებლობა (–9%;), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (–1,7%); ტრანსპორტი (–0,6%); შინამოსამსახურის საქმიანობა და შინამეურნეობების საქმიანობა, დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების წარმოებასთან საკუთარი მოხმარებისათვის (–6,4%).

სწორი ანალიზის გაკეთების მიზნით, ჩვენ მშპ–ს სექტორებში 2013 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ ზრდასთან ერთად, აღნიშნული სექტორების ზრდის ტემპის დინამიკით დავინტერესდით. კერძოდ, ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ გაიზარდა 2012 წლის პირველ კვარტალში ეს სექტორები 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის პირველ კვარტალში 2012 წლის პირველ კვარტალთან შედარებით რეალური ზრდის ტემპის შენელება (ზრდის ტემპის შენელება ნიშნავს, რომ გარკვეული სექტორების პროცენტული მაჩვენებელი მინუსში არ გადასულა, მაგრამ წინა წელს ნაჩვენებ ზრდასთან შედარებით შემცირებულია) 7 სექტორში  შეინიშნება (

დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო საქმიანობა, საკუთარი საცხოვრისის გამოყენების პირობითი რენტა, სახელმწიფო მმართველობა, განათლება, კომუნალური–სოციალური და პერსონალური მომსახურება). საბოლოო ჯამში, ჩამოთვლილ სექტორებში დაფიქსირებული ზრდის ტემპის შენელების და ზემო აბზაცში ნახსენები 4 სექტორის უარყოფითი მაჩვენებლების გამო, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპის ვარდნას ვიღებთ. 2012 წლის პირველ კვარტალში მშპ–ს ზრდის ტემპის რეალური ზრდა 6,7%–ს უდრიდა, 2013 წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 2,4%–ს უდრის.

დასკვნა

პაატა კვიჟინაძის განცხადების გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მის მიერ დასახელებულ ყველა სექტორში ზრდაა, თანაც ზუსტად იმ პროცენტებით, რაც დეპუტატს მოჰყავს. 2013 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი ეკონომიკის 15 სექტორში გაიზარდა. უარყოფითი ტენდენცია 4 სექტორში დაფიქსირდა. პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ კლება მშენებლობის გარდა „პრაქტიკულად“ არცერთ სექტორში არ ყოფილა. სიტყვა „პრაქტიკულის“ გამოყენებით იგი მიანიშნებს, რომ მშენებლობა ერთადერთი სექტორი არ არის სადაც კლება დაფიქსირდა, თუმცა, დანარჩენ სექტორებს აღარ ასახელებს.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის შვიდ სექტორში მათი ზრდის ტემპი წინა წლის იგივე პერიოდში ნაჩვენებ ზრდასთან შედარებით შემცირებულია, რაც საბოლოოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპის შემცირებაზეც აისახება. მართალია, პაატა კვიჟინაძე ციფრებს სწორად ასახელებს, მაგრამ არაფერს ამბობს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპის შემცირების შესახებ, ის ამ მნიშვნელოვან ფაქტორს კონტექსტს გარეშე ტოვებს. ამ გარემოებების გამო, ჩვენ მივიჩნევთ, რომ დეპუტატის ფრაზა ზუსტი არ არის და მას რამდენიმე კონტექსტუალური დეტალი აკლია. შესაბამისად, პაატა კვიჟინაძის განცხადება: „2013 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით რეალურ სექტორში გარდა მშენებლობისა, ყველგან ზრდა დაფიქსირდა. მაგალითად: ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა 19,5%–ით; კავშირგაბმულობა გაიზარდა 7,9%–ით; ვაჭრობა – 6,8%–ით; სოფლის მეურნეობა – 6,7%; ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, მეთევზეობა – 6,7%; საფინანსო საქმიანობა 6,5%; სამთომომპოვებითი მრეწველობა – 5,9%; ოპერაციები უძრავი ქონებით –5,2%; დამამუშავებელი მრეწველობა – 5,1%. რაც შეეხება მშენებლობას, ეს პრაქტიკულად ეკონომიკის ერთადერთი სექტორია სადაც კლება შეიმჩნევა“, არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3916 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი