2013

წლის 1 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა, განაცხადა: „2005 წელს საქართველოში 600 ათასი ტურისტი იყო, ჩვენ ამ წლის შემდეგ შევქმენით სამი უმაღლესი ხარისხის აეროპორტი: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და საქართველოში 2013 წელს 2 მილიონ 188 ათასი ტურისტი შემოვიდა სამი აეროპორტის პირობებში. ეს მარტო აეროპორტებიდან. ერთადერთი, სადაც თქვენ ზრდა გაქვთ, არის ტურიზმი.“

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა უმცირესობის წევრის ამ განცხადებით და მოყვანილი მონაცემები სხვადასხვა ოფიციალური წყაროს მიხედვით გადაამოწმა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2013

წლის პირველ 8 თვეს საქართველოში 3,568,518 ტურისტი შემოვიდა, აქედან საჰაერო ტრანსპორტით - 389,781 ტურისტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტების სტატისტიკას 2005 წლიდან აწარმოებს. 2005 წელს საქართველოში 559,753 ტურისტი შემოვიდა (130,556 ტურისტი საჰაერო ტრანსპორტით).

პარლამენტარმა განცხადება 2013 წლის პირველი 6 თვის მონაცემებზე დაყრდნობით გააკეთა, რომლის მიხედვითაც პირველ 6 თვეს საქართველოში მართლაც 2,188,721 ტურისტი იყო შემოსული. თუმცა, ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, საჰაერო ტრანსპორტით  მხოლოდ 240,208 ტურისტი შემოვიდა (იხილეთ ცხრილი ქვემოთ).

s1 2013

წლის პირველი 8 თვის მონაცემებზე დაყრდნობით, ამ პერიოდის განმავლობაში, ტურისტების რაოდენობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 26%-ითაა გაზრდილი.

s2

აქვე აღსანიშნავია, რომ ტურისტების რაოდენობა არ არის ერთადერთი მაჩვენებელი, სადაც ზრდა ფიქსირდება. „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით 2013 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპმა (პირველი 8 თვის მონაცემებზე დაყრდნობით) 1.6% შეადგინა, ეკონომიკა მაინც გაიზარდა. ასევე, გაზრდილია საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით (დაახლოებით 13,6%).

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში შეგიძლიათ იხილოთ ეკონომიკის გარკვეული დარგები, რომლებშიც ზრდა ფიქსირდება. 2013 წლის პირველი და მეორე კვარტლების მონაცემები შედარებულია 2012 წლის შესაბამის პერიოდთან. ცხრილის ბოლო სვეტში [სხვაობა] დადებითი მაჩვენებლები ასახავს თუ რამდენი მილიონი ლარით გაიზარდა პროდუქცია შესაბამის დარგში 2013 წლის პირველ ორ კვარტალში [2012 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებთან შედარებით], ხოლო უარყოფითი მაჩვენებლები შესაბამის დარგში გამოშვებული პროდუქციის შემცირებას ასახავენ (ცხრილში მოყვანილია საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. იგი არ მოიცავს ეკონომიკის ყველა დარგს, თუმცა, ცხრილში მოყვანილ დარგებში ზრდის მაჩვენებლები საკმარისია დეპუტატის განცხადების შესამოწმებლად).

s3

ამასთან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის გარკვეულ სექტორებში, მათ შორის ენერგეტიკასა და მშენებლობაში.

s4

დეპუტატის განცხადების ბოლო ნაწილი შეიცავს სიმართლის ელემენტებსაც. 2013 წლის პირველი რვა თვის ეკონომიკის საშუალო ზრდის ტემპმა 1.6% შეადგინა, მაშინ როდესაც 2012 წლის პირველი რვა თვის ეკონომიკის საშუალო ზრდის ტემპი დაახლოებით 7.5% იყო.  ასევე, როგორც ზემოთ მოყვანილ ცხრილში ჩანს, 2013 წლის პირველ 2 კვარტალში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა ნაკლებია 2012 წლის პირველი 2 კვარტლის მაჩვენებელზე (თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2013 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა აღემატება წინა წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელს).

დასკვნა 2005

წელს ქვეყანაში შემოსულ ტურისტთა რიცხვი 559,753 იყო, რაც თითქმის ემთხვევა პარლამენტარის მიერ მოყვანილ ციფრს. თუმცა 2013 წელს, “მხოლოდ აეროპორტებიდან“ ნამდვილად არ შემოსულა 2 მილიონ 188 ათასი ტურისტი. საჰაერო ტრანსპორტით პირველი 6 თვის მონაცემებით 240,208 ტურისტი, ხოლო პირველი 8 თვის მონაცემებით 389,781 ტურისტი შემოვიდა.

რაც შეეხება ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში რეალურ ზრდებს, გაზრდილია პროდუქციის მთლიანი გამოშვება სოფლის მეურნეობაში, ვაჭრობაში, კავშირგაბმულობაში, დამამუშავებელ მრეწველობაში; ექსპორტი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა დაახლოებით 14%-ით; ასევე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა გარკვეულ სექტორებში.

თუმცა, ეკონომიკის გარკვეულ დარგებში გამოშვებული პროდუქციის კლებაც დაფიქსირდა, მაგალითად მშენებლობაში, სახელმწიფო მმართველობაში და ტრანსპორტში. შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2013 წლის პირველ ორ კვარტალში და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი ინდიკატორი, მშპ-ის ზრდის ტემპი 1.6%-ზეა დაცემული.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ მიხეილ მაჭავარიანის განცხადება: „2005 წელს საქართველოში 600 ათასი ტურისტი იყო, ჩვენ ამ წლის შემდეგ შევქმენით სამი უმაღლესი ხარისხის აეროპორტი: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და საქართველოში 2013 წელს 2 მილიონ 188 ათასი ტურისტი შემოვიდა სამი აეროპორტის პირობებში. ეს მარტო აეროპორტებიდან. ერთადერთი რეალური ზრდა, სადაც თქვენ ზრდა გაქვთ, არის ტურიზმი“, არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი