შესწორება/საჩივრები

Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადებულ სტატიებზე ვერდიქტის შესწორებისა და გასაჩივრების  გზამკვლევი

2016 წელს, Facebook-მა პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტის გაუმჯობესების მიზნით, ფაქტების გადამმოწმებელ დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ფაქტების გადამოწმების პროგრამის განხორციელება დაიწყო. 2020 წლის 21 სექტემბერს, Facebook-მა აღნიშნული პროგრამა საქართველოშიც აამოქმედა, რომლის ფარგლებშიც, მისი ადგილობრივი პარტნიორები „ფაქტ-მეტრი“ (www.factcheck.ge) და „მითების დეტექტორი“ (www.mythdetector.ge) გახდნენ. აღნიშნული ორგანიზაციები პოინტერის ინსტიტუტის ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (IFCN) ვერიფიცირებული წევრები არიან. 

Facebook-ზე შესაძლო არასწორი ინფორმაციის შემცველი მასალის აღმოჩენის შემდეგ, პროგრამის მონაწილე ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები სადავო მასალას Facebook-ის შემდეგი ვერდიქტებით აფასებენ:  

1. ცრუ 

2. დარედაქტირებული

3. ნაწილობრივ ცრუ

4. კონტექსტის გარეშე

5. სატირა

6. სიმართლე

აღსანიშნავია, რომ „ფაქტ-მეტრისა“ (www.factcheck.ge) და „მითების დეტექტორის“ (www.mythdetector.ge) მიერ პირველი 4 ვერდიქტით (ცრუ, დარედაქტირებული, ნაწილობრივ ცრუ, კონტექსტის გარეშე) შეფასებული შინაარსის გამავრცელებელ გამომცემლებს (ინდივიდუალური მომხმარებელი, Facebook-გვერდი) Facebook-ი გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, რაც, მათ შორის, ასეთი მასალის გავრცელების შეზღუდვას გულისხმობს. იმავე გამომცემლების მიერ იდენტური დარღვევის განმეორებითი გამოვლენის შემთხვევაში, Facebook-მა შესაძლოა, მათ წინააღმდეგ დამატებით ზომებს მიმართოს: გავრცელების შემცირებას, რეკლამირებისა და მონეტიზაციის შესაძლებლობის შეზღუდვას და სხვა.  

შესაძლებელია თუ არა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების ვერდიქტის გადახედვა?  

პოსტისთვის მინიჭებული ვერდიქტის გადახედვის ორი შესაძლებლობა არსებობს: 

მასალის შესწორება: თუ ეთანხმებით ვერდიქტს, რომელიც თქვენს მიერ გაზიარებულ მასალას მიენიჭა, შეგიძლიათ დაშვებული უზუსტობა  შეასწოროთ, რაც გულისხმობს დაშვებული შეცდომის შესახებ მკითხველის მკაფიოდ ინფორმირებას ცვლილებების იმავე ბმულზე შეტანის გზით, რომელზეც საწყისი სადავო მასალა გავრცელდა. შესწორების განხორციელების შესახებ „ფაქტ-მეტრის“ ინფორმირების შემდეგ ჩვენ Facebook-ზე თავდაპირველ ვერდიქტს მოვხსნით. შესწორების განხორციელების შესახებ დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ქვემოთ.

ვერდიქტის გასაჩივრება: თუ არ ეთანხმებით ვერდიქტს, შეგიძლიათ ის გაასაჩივროთ, რის შემდეგაც თქვენს არგუმენტებს განვიხილავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას ვერდიქტის მოხსნის ან ძალაში დატოვების შესახებ.  გასაჩივრების განხორციელების შესახებ დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ქვემოთ.

შენიშვნა! არ წაშალოთ სადავო მასალა, იქნება ეს Facebook-პოსტი თუ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს მიმართ Facebook-ის მიერ დაწესებული შეზღუდვები ძალაში დარჩება და ჩვენ ვერ შევძლებთ მინიჭებული ვერდიქტის შეცვლას, ვერც შესწორების და ვერც გასაჩივრების მოთხოვნის საფუძველზე. 

ვის შეუძლია მომართვა? 

დაინტერესებულ მხარეს - გამომცემელს (ინდივიდუალური მომხმარებელი, Facebook-გვერდი), ვინც უშუალოდ არის პასუხისმგებელი სადავო მასალის გავრცელებაზე, შეუძლია, მოგვმართოს და მისი მასალისთვის მინიჭებული ვერდიქტის შესწორება ან გასაჩივრება მოითხოვოს.

რა ვადებში შეიძლება შესწორების ან გასაჩივრების მიზნით მომართვა? 

დაინტერესებულ მხარეს შეუძლია, „ფაქტ-მეტრის“ (www.factcheck.ge) რედაქციას Facebook-ზე გამოქვეყნებული მასალისათვის ვერდიქტის მინიჭებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში მომართოს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შემოსული საჩივრები არ განიხილება.

რა ვადებში მოხდება რეაგირება? 

● საწყისი მასალის სრულყოფილად შესწორებისა და ამის შესახებ „ფაქტ-მეტრის“ (www.factcheck.ge) ინფორმირების შემთხვევაში, ვერდიქტის გადახედვა დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში მოხდება.

● ვერდიქტის გასაჩივრების შემთხვევაში, „ფაქტ-მეტრი“ (www.factcheck.ge) დასაბუთებულ პასუხს, არაუგვიანეს, 5 სამუშაო დღეში გასცემს და მიიღებს გადაწყვეტილებას ვერდიქტის გადახედვის ან ძალაში დატოვების შესახებ.

როგორ ხდება მასალის შესწორება?

თუ ჩვენს მიერ Facebook-ზე მინიჭებულ ვერდიქტს ეთანხმებით და გამოქვეყნებული მასალის შესწორება გსურთ: 

შეფასებული პოსტი არ წაშალოთ! პოსტის წაშლა მის შესწორებას და/ან Facebook-ის მიერ დაწესებული შეზღუდვების  მოხსნას შეუძლებელს გახდის. 

● შესწორება გამოქვეყნებული მასალის ტიპის მიხედვით უნდა მოხდეს: 

1. ფოტო/ვიდეო მასალის შესწორება.

- თუ მცდარი ინფორმაცია ფოტო ან ვიდეო პოსტის სახით გაავრცელეთ, Facebook-ზე ფოტოს/ვიდეოს აღწერაში მკაფიოდ მიუთითეთ შესწორება და ასევე, გარკვევით განმარტეთ პოსტში შეტანილი ცვლილებები, რათა მკითხველმა ფოტოს/ვიდეოს შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიიღოს. ამისათვის შეგიძლიათ პოსტს განახლებული ინფორმაციის დამატებითი ბმულები (მათ შორის “ფაქტ-მეტრის” განმარტებითი სტატიის) დაურთოთ.

2. საავტორო ტექსტის (text-only post) შესწორება

- თუ მცდარი ინფორმაცია მხოლოდ ტექსტური პოსტის (text-only post) სახით გაავრცელეთ, ის სწორი ინფორმაციით ჩაანაცვლეთ, ხოლო დასაწყისში მიუთითეთ,  რომ პოსტში ცვლილებები (განახლება) განხორციელდა. ასევე, გარკვევით განმარტეთ შეტანილი ცვლილებები. შეგიძლიათ პოსტს განახლებული ინფორმაციის დამატებითი ბმულები (მათ შორის “ფაქტ-მეტრის” განმარტებითი სტატიის) დაურთოთ.

3. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის შესწორება - Facebook-ზე გაზიარებული მასალის შესწორებისთვის, რომელიც თავდაპირველად თქვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, შემდეგი ცვლილებები განახორციელეთ: 

⮚ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის დასაწყისში მიუთითეთ, რომ ტექსტის თავდაპირველი ვერსია არასწორ ინფორმაციას შეიცავდა და მკაფიოდ განმარტეთ შეტანილი ცვლილებები და უზუსტობები. 

⮚ საჭიროების შემთხვევაში, შეასწორეთ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის სათაური ისე, რომ მასში არასწორი ინფორმაცია აღარ იკითხებოდეს და სათაურშივე მიუთითეთ, რომ სტატია შესწორებულია - სიტყვით „შესწორებულია“.

⮚ Facebook-პოსტში განთავსებულ აღწერაშიც მკაფიოდ მიუთითეთ შესწორება. ასევე, გარკვევით განმარტეთ პოსტში შეტანილი ცვლილებები.  

● მას შემდეგ, რაც მასალის თავდაპირველ ვერსიაში შესწორებას შეიტანთ, ჩამოტვირთეთ და შეავსეთ „ფაქტ-მეტრის“ (www.factcheck.ge) შესწორების ნიმუში და ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გვაცნობეთ შეტანილი ცვლილებების შესახებ. ჩვენ გავეცნობით თქვენს შესწორებას და იმ შემთხვევაში, თუ ის სრულყოფილადაა შესრულებული, რაც მკითხველს დაშვებული შეცდომისა და სწორი ფაქტების შესახებ ინფორმაციას აწვდის, Facebook-ის პლატფორმაზე თქვენი მასალისთვის მინიჭებულ ვერდიქტს შევცვლით.

● შესწორების მოთხოვნა გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected]

შენიშვნა! არასრულად შესრულებული შესწორების შემთხვევაში ვერდიქტის შეცვლა არ მოხდება. შესწორების მოთხოვნით მომართვა შესაძლებელია ვერდიქტის მინიჭებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.  

როგორ ხდება ვერდიქტის გასაჩივრება?

შეფასებული პოსტი არ წაშალოთ! პოსტის წაშლა მის გასაჩივრებას და/ან Facebook-ის მიერ დაწესებული შეზღუდვების  მოხსნას შეუძლებელს გახდის.  

● ჩამოტვირთეთ „ფაქტ-მეტრის“ (www.factcheck.ge) საჩივრის ნიმუში და შეავსეთ საჩივარი. 

● გასაჩივრების მოთხოვნა გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected]

შენიშვნა! არასრულად შევსებული ან ვადების დარღვევით შემოსული საჩივარი არ განიხილება.  ვერდიქტის გადახედვის მოთხოვნით მომართვა შესაძლებელია შეფასებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. 

„ფაქტ-მეტრის“ სხვა სტატიებზე შესწორების მოთხოვნა

2013 წლიდან „ფაქტ-მეტრის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პოლიტიკოსების ანგარიშვალდებულების ზრდა და მათ განცხადებებში მოცემული ფაქტების გადამოწმებაა. „ფაქტ-მეტრი“ უშვებს, რომ ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება შეცდეს. შესაბამისად, ჩვენ მიერ შემოწმებული განცხადებების ავტორებს (ან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს), თუ ისინი არ ეთანხმებიან ჩვენს კვლევასა და დასკვნას, ფაქტ-მეტრი“ სთავაზობს მათი შენიშვნებისა და არგუმენტების წარმოდგენას. ჩვენი გუნდი აანალიზებს შენიშვნებს და არგუმენტების სისწორის შემთხვევაში, განაახლებს ან შეასწორებს კვლევასა და ვერდიქტს.

განახლება - იმ შემთხვევაში, თუ სტატიას/კვლევას ემატება მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მანამდე კვლევაში არ ჩანდა, თუმცა ის არ ცვლის ვერდიქტს, ჩვენ სტატიას განვაახლებთ.

შესწორება - იმ შემთხვევაში, თუ სტატიას დაემატება ინფორმაცია, რომელიც ცვლის ვერდიქტს, ჩვენ სტატიას შევასწორებთ.

განახლებულ თუ შესწორებულ სტატიას თვალსაჩინო ადგილას მიეთითება, თუ ვისი თხოვნით ან რა არგუმენტის გამო განახლდა/შესწორდა ის. აგრეთვე, მსგავსი სტატიები ხელახლა ქვეყნდება „ფაქტ-მეტრის“ ვებ და სოციალური მედიისგვერდებზე. იმ შემთხვევაში თუკი ორიგინალ პუბლიკაციაში შეუძლებელი ცვლილების შეტანა (მაგ. FactCheck.ge-ის Twitter-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია), ხელახლა გამოქვეყნდება მასალა იმავე ფორმატითა და არხით, როგორც ორიგინალი, და თვალსაჩინოდ მიეთითება შეტანილი ცვლილებები.

დაინტერესებულ პირს შეუძლია გამოაგზავნოს დასაბუთებული მოსაზრება შემდეგ იმეილზე [email protected], ჩვენსფეისბუქგვერდზე (https://www.facebook.com/Factcheck.ge/). შემოსულ წერილს ფაქტ-მეტრის სარედაქციო საბჭო სტატიის ავტორთან ერთად განიხილავს [1].

 

[1] სარედაქციო საბჭო შედგება სამი რედაქტორისგან: მთავარი რედაქტორი, ფეისბუქის ფაქტების გადამოწმების პროგრამული მიმართულების რედაქტორი და მმართველი რედაქტორი. სარედაქციო საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება 2 ხმით

თუ თვლით, რომ ფაქტმეტრი არღვევს ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ან/და ევროპულ პრინციპებს, შეგიძლიათ საჩივარი გაუგზავნოთ ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელს (IFCN), რომელიც განიხილავს თქვენს მოთხოვნას. თქვენი მოთხოვნა შეგიძლიათ გააგზავნოთ IFCN-ის ვებ-გვერდზე შემდეგ მისამართზე: https://ifcncodeofprinciples.poynter.org/complaints-policy  

ან მიმართეთ ფაქტების გადამოწმების ევროპულ ქსელს (EFCSN), მისამართზე: https://efcsn.com/complaints/ 

IFCN და EFCSN არ არის სააპელაციო ორგანო, თუმცა კოდექსის სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ პროექტს შეუჩერონ ან გაუუქმონ ვერიფიცირებული ხელმომწერის სტატუსი.

2022 წელს შესწორებული მასალები

  • იოსებ ხახალეიშვილი: „სულ მოკლე ხანში დაიწყება აღნიშნული ობიექტების [ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბე და კოლხური შადრევანი] რეაბილიტაცია“. https://factcheck.ge/ka/story/41094
  • სოციალურ ქსელში არესტოვიჩის ციტატა მანიპულაციურად ვრცელდება - https://factcheck.ge/ka/story/40853
  • სალომე ზურაბიშვილი: „შეწყალება შესაძლებელია მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდება“. https://factcheck.ge/ka/story/41425

2023 წელს შესწორებული მასალები

  • ირაკლი კობახიძე: გიორგი ვაშაძე აქირავებს რუს მდგმურზე თავის ბინას - https://factcheck.ge/ka/story/42156 
  • დეზინფორმაცია: ოლენა ზელენსკამ Cartier-ის მაღაზიაში მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა - https://factcheck.ge/ka/story/42271
  • ინფორმაციას, რომ „ჰამასმა“ ისრაელიდან გატაცებული ბავშვები გალიებში გამოკეტა, ისრაელის გამოცემა არ ადასტურებს - https://factcheck.ge/ka/story/42272 
იხილეთ ყველა სტატია

პროპაგანდა

იხილეთ ვრცლად
5508 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი