2014

წლის 21 აგვისტოს სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „ჩვენ მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში [სომხეთთან] სავაჭრო ბრუნვა გავზარდეთ 42% – ით, ხოლო გასულ წელს 50% –ით, 2012 წელთან შედარებით. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები ვითარდება“.

ფაქტ-მეტრი პრემიერ-მინისტრის მიერ მოყვანილი სტატისტიკით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

საქსტატის მონაცემებით, 2013

წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან სომხეთში ექსპორტმა 141 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი - 50 მლნ. ამდენად, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 191 (141+50) მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

2014

წლის იანვარ–ივლისში საქართველოდან სომხეთში 156 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. ამავე პერიოდში, სომხეთიდან საქართველოში იმპორტმა 114 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამდენად, მოცემულ პერიოდში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 270 (156+114) მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

შესაბამისად, სომხეთსა და საქართველოს შორის, მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა 41.4 %-ით გაიზარდა, რაც ახლოსაა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასახელებულ რიცხვთან - 42 %-თან.

image001

ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების ის ნაწილიც გადავამოწმეთ, სადაც ნათქვამია, რომ 2013 წელს 2012 წელთან შედარებით საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო ბრუნვა 50%-ით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2012 წელს საქართველოს ექსპორტმა სომხეთში 258 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა - 71 მლნ. ამდენად, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 329 (258+71) მლნ. აშშ დოლარი იყო.

2013

წელს საქართველოდან სომხეთში 315 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, იმპორტმა კი 181 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამდენად, საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო ბრუნვა 2013 წელს 496 (315+181) მლნ. აშშ დოლარი იყო.

შესაბამისად, 2013 წელს 2012 წელთან შედარებით საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო ბრუნვა 51.1%-ით გაიზარდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამს ადასტურებს.

image002

2012, 2013

წელსა და 2014 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოდან სომხეთში ექსპორტირებულ სასაქონლო ჯგუფებს შორის მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი ლიდერობს. 2012 და 2013 წლებში მეორე ადგილს ხორბლისა და მესლინის სასაქონლო ჯგუფი იკავებს, 2014 წლის იანვარ-ივნისში კი მინერალური და აზოტოვანი სასუქების ჯგუფი.

საქართველოდან სომხეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები  2012 წელს
დასახელება

მლნ აშშ $

1 მსუბუქი ავტომობილები

101

2 ხორბალი და მესლინი

38.7

3 სატვირთო ავტომობილები

8.7

4 ფილები მერქან-ბურბუშელისა

8.0

5 სიმინდი

6.8

6 ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები

5.6

7 კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას

4.9

8 ნაწარმი თაბაშირის ან მის საფუძველზე დამზადებული ნარევებისაგან

4.8

9 წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე

4.4

10 სამკურნალო საშუალებები

4,.2

დანარჩენი საქონელი

71

სულ

258

საქართველოდან სომხეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები 2013 წელს
დასახელება

მლნ აშშ $

1 მსუბუქი ავტომობილები

120.6

2 ხორბალი და მესლინი

45.6

3 სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი

12.5

4 სიმინდი

12.0

5 სატვირთო ავტომობილები

8.5

6 კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას

7,.9

7 ფილები მერქან-ბურბუშელისა

7.3

8 წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე

6.3

9 ნაწარმი თაბაშირის ან მის საფუძველზე დამზადებული ნარევებისაგან

5.5

10 სამკურნალო საშუალებები

5.2

დანარჩენი საქონელი

83.9

სულ

315

საქართველოდან სომხეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები 2014 წ. იანვარ-ივნისში

დასახელება

მლნ აშშ $

1

მსუბუქი ავტომობილები

74.3

2

სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი

10.4

3

ხორბალი და მესლინი

6.8

4

ელექტროენერგია

6.1

5

სიმინდი

4.4

6

სატვირთო ავტომობილები

4.3

7

კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას

4.1

8

ნაწარმი თაბაშირის ან მის საფუძველზე დამზადებული ნარევებისაგან

3.0

9

ფილები მერქან-ბურბუშელისა

2.8

10

სამკურნალო საშუალებები

2.5

დანარჩენი საქონელი

37.2

სულ

156

2012

წელს საქართველოში სომხეთიდან იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი – ცემენტია, 2013 წელს და 2014 წლის პირველ ორ კვარტალში სპილენძის მადნები და კონცენტრატები. სამივე პერიოდში მეორე ადგილს ბოცების, ბოთლებისა და სხვა მინის ტევადობების სასაქონლო ჯგუფი იკავებს.

სომხეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები 2012 წელს

 

დასახელება

მლნ აშშ $

1

ცემენტი

9.9

2

ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები

9.7

3

ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან

5.6

4

ყავა, მოხალული ან მოუხალავი

3.0

5

სამკურნალო საშუალებები

2.7

6

სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან

2.6

7

ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა

2.4

8

ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები

1.8

9

ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.% ან მეტი

1.6

10

ცხვრები და თხები ცოცხალი

1.6

 

დანარჩენი საქონელი

29.8

 

სულ

71

სომხეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები 2013 წელს

დასახელება

მლნ აშშ $

1

მადნები და კონცენტრატები სპილენძის

100.0

2

ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები

16.4

3

ცემენტი

12.6

4

ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.% ან მეტი

6.6

5

ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან

5.4

6

სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან

3.7

7

ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები

2.7

8

სამკურნალო საშუალებები

2.6

9

ყავა, მოხალული ან მოუხალავი

2.4

10

ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან

1.5

დანარჩენი საქონელი

28.0

სულ

182

სომხეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები 2014 წ. იანვარ-ივნისში
დასახელება

მლნ აშშ $

1 მადნები და კონცენტრატები სპილენძის

79.0

2 ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები

7.5

3 კარტოფილი, ახალი ან შეყინული

2.7

4 ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან

2.1

5 ცემენტი

1.8

6 ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.% ან მეტი

1,8

7 სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან

1,7

8 ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები

1,4

9 სამკურნალო საშუალებები

1,4

10 ყურძენი, ახალი ან გამხმარი

1.1

დანარჩენი საქონელი

14

სულ

114

დასკვნა

საქსტატის მონაცემებით, 2013 წლის პირველ ექვს თვეში სომხეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 191 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 270 მლნ. აშშ დოლარამდე, ანუ 41.4%-ით გაიზარდა.

2012

წელს სომხეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ სულ 329 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 496 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ამდენად, ზრდამ 51.1% შეადგინა.

ჩვენ ვასკვნით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება „ჩვენ მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში [სომხეთთან] სავაჭრო ბრუნვა გავზარდეთ 42% – ით, ხოლო გასულ წელს 50% –ით, 2012 წელთან შედარებით,“ არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი