მიმდინარე წლის 14 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 3.7% იქნება, ხოლო მომავალ წელს აღნიშნული მაჩვენებლის 3%-მდე შემცირებაა დაგეგმილი.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

ბიუჯეტის დეფიციტი სახელმწიფოს მიერ გაწეულ ხარჯებს და მიღებულ შემოსავლებს შორის სხვაობაა. ბიუჯეტის დეფიციტი სახელმწიფოს მიერ ვალის აღებით ფინანსდება. სახელმწიფოს გადახდისუნარიანობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის დეფიციტის დონე მშპ-სთან მიმართებაში გარკვეული ზღვრის ფარგლებში იქნას შენარჩუნებული. საქართველოს კანონით „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“

 განსაზღვრულია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი ქვეყნის მშპ-ს 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი სალდოს[1] მდგომარეობით განისაზღვრება. უარყოფითი მთლიანი სალდო ბიუჯეტის დეფიციტის ნიშანია, დადებითი კი - პროფიციტის. 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილი მთლიანი სალდო 875 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო ნომინალური მშპ 29 352 მლნ ლარია. შესაბამისად, პირველადი გეგმის მიხედვით, მთლიანი სალდო მშპ-ს 3%-ს შეადგენდა. ამასთან, მიმდინარე წელს მშპ-ს მოსალოდნელი საპროგნოზო მოცულობა 29 176 მლნ ლარამდე

 შემცირდა, თუმცა გეგმის მიხედვით დეფიციტი არ შეცვლილა და ის კვლავ 3%-იანი ზღვრის ფარგლებშია.

რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს[2] ტრადიციული გაგებით, ის მოიცავს, როგორც მიმდინარე ოპერაციებსა და არაფინანსური აქტივებზე გაწეულ ხარჯებს, ასევე ფინანსური აქტივების (დეპოზიტების, ფასიანი ქაღალდების) ოპერაციებზე გაწეულ ხარჯებსა და ამ ოპერაციებიდან მიღებულ შემოსავლებსაც. აღნიშნული მეთოდის მიხედვით, 2014 წლის პროექტით ბიუჯეტის დეფიციტი 1 038 მლნ ლარითაა დაგეგმილი, რაც მშპ-ს 3.6%-ია. ფინანსთა მინისტრი განცხადებაში სწორედ ამ მეთოდოლოგიით დათვლილ დეფიციტს გულისხმობდა. 2015 წლის ბიუჯეტის პროექტით,

დეფიციტი 1 191 მლნ ლარია, ხოლო მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებელი 31 860 მლნ ლარს შეადგენს, შესაბამისად, დეფიციტი მშპ-ს 3.7% იქნება.

ცხრილი 1: 2014-2015

წლის ბიუჯეტის პროექტი და 2014 წლის პირველი სამი კვარტლის შესრულება:

2014

I კვარტალი

I-II კვარტალი

I-III კვარტალი

2015

 

პროექტი

გეგმა

ფაქტი

გეგმა

ფაქტი

გეგმა

ფაქტი

პროექტი

მთლიანი სალდო

874,7

320,3

-51,7

559,2

176,4

737,3

181,9

683,7

ფინანსური აქტივების ცვლილება

163,2

-140,3

208,6

-208,7

35,9

-65,7

414,3

507,1

ბიუჯეტის დეფიციტი

1037,9

180,0

156,9

350,5

212,3

671,6

596,2

1190,8

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

თუ როგორ მიმდინარეობს ბიუჯეტის შესრულება, ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კვარტალურ ანგარიშებში ვნახავთ. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით,

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ბიუჯეტის დეფიციტმა 596 მლნ ლარი შეადგინა, ნაცვლად დაგეგმილი 672 მლნ ლარისა, რაც მეტწილად ხარჯების ნაწილში ჩამორჩენის შედეგია (იხ. ცხრილი 2). მიმდინარე წლის სამ კვარტალში ფაქტიურად გაწეულმა ხარჯებმა 5 209 მლნ ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 340 მილიონი ლარით ჩამორჩება გეგმას.

ასევე აღსანიშნავია, რომ საგარეო ვალის ფაქტიური ზრდა 109 მილიონი ლარით ჩამორჩება დაგეგმილს, ხოლო საშინაო ვალის ზრდა დაგეგმილზე მაღალია. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საგარეო ვალი მიზნობრივ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყენება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაგეგმილი პროექტების შესრულება ვადებთან ჩამორჩენით მიმდინარეობს.

ცხრილი 2-ში მოცემულია მიმდინარე 3 კვარტლის განმავლობაში დაგეგმილი და შესრულებული ბიუჯეტის მონაცემები. როგორც ცხრილიდან ჩანს, ბიუჯეტის ფაქტობრივი შესრულება მნიშვნელოვნად ჩამორჩება გეგმას.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით,

მიმდინარე წლის 11 თვის მანძილზე ბიუჯეტის დეფიციტი 679 მილიონი ლარია, ხოლო 2014 წლის პროექტით დაახლოებით 1 038 მლნ ლარის დეფიციტია დაგეგმილი. შესაბამისად, სახელმწიფომ დეკემბერში ბიუჯეტის დეფიციტი 359 მლნ ლარით უნდა გაზარდოს, რაც ნაკლებ სავარაუდოა და, ამავდროულად, სარისკოც. იმისთვის, რომ ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილ დონემდე გაიზარდოს, სახელმწიფომ მოკლე დროში მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ხარჯები, რაც ეკონომიკაში ლარის დიდი რაოდენობით გაშვებას გამოიწვევს. აღნიშნული პროცესი უარყოფითად იმოქმედებს ეროვნული ვალუტის კურსზე და გაზრდის ინფლაციის რისკს.

ცხრილი 2:

სახელმწიფო ხარჯები და ვალი (2014 წლის გეგმა და შესრულება)

2014

პროექტი

I კვარტალი

I-II კვარტალი

I-III კვარტალი

პროექტი

გეგმა

ფაქტი

გეგმა

ფაქტი

გეგმა

ფაქტი

შემოსავლები

7319

1744.4

1695.6

3364.2

3376.4

5307.9

5362.6

ხარჯები

7539.6

1932.4

1616.5

3665.8

3373.2

5548.8

5209

ვალდებულებებისცვლილება

1037.9

180

157

350.5

212.3

671.6

596.2

ვალდებულებისზრდა

1636

322

292

641.3

493

1119.2

1023.1

საგარეო ვალის ზრდა

1036

127

228

276.3

147

629.2

519.4

საშინაოვალის ზრდა

600

195

64

365

346

490

503.7

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დასკვნა მიმდინარე წლის ბოლოს დაგეგმილი ბიუჯეტის დეფიციტი 1 038 მლნ ლარს შეადგენს, რაც მშპ-ს 3.6%-ია. ბიუჯეტის 11 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტის დეფიციტმა 679 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიურ  გეგმას 359 მლნ ლარით ჩამორჩება. შესაბამისად, იმისთვის რომ წლის ბოლოს ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილ დონეზე შესრულდეს, სახელმწიფომ წლის ბოლომდე მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ხარჯები, რაც უარყოფითად იმოქმედებს ეროვნული ვალუტის კურსზე და გაზრდის ინფლაციის რისკს. უნდა გავითვალისწინოთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 5 დეკემბრის განცხადებაც,

რომ მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად, დეკემბერში ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ექნება, რაც შეასუსტებს ზეწოლას ინფლაციურ პროცესებზე.

გამომდინარე აქედან, 2014 წლის ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი 1 038 მლნ ლარის დონეზე არ შესრულდება. ეს ერთის მხრივ დადებით მოვლენაა, მაგრამ მინისტრის განცხადება, რომ წლის ბოლოსთვის დეფიციტი მშპ-ს 3.7 % იქნება, სიმართლეს არ შეესაბამება. დეფიციტი დაახლოებით მშპ-ს 3.2 %-ის ფარგლებში იქნება.

2015

წელს დაგეგმილი დეფიციტი 1 191 მლნ ლარამდე  იზრდება, რაც 2015 წლისთვის პროგნოზირებული მშპ-ს 3.7%-ია. ანუ მომავალ წელს დეფიციტი იზრდება როგორც ნომინალურ, ასევე მშპ-ს მიმართ ფარდობით მაჩვენებელში.

ფაქტ–მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება: "2014 წლის ბოლოსთვის საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი მშპ-ს 3.7% იქნება, მომავალ წელს დაგეგმილია მისი 3%-მდე შემცირება," არის მცდარი.


[1]

მთლიანი სალდო = შემოსავლებს - ხარჯები - არაფინანსური აქტივების ცვლილება

[2]

ბიუჯეტის ტრადიციული დეფიციტი = მთლიანი სალდო - ფინანსური აქტივების ცვლილება


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი