"ქუთაისში მშენებლობის ტემპმა მოიმატა", – ქუთაისის მერმა ეს განცხადება

 ქალაქის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიული გეგმის - "2021"-ის განხილვის დროს გააკეთა. მურღულიას თქმით, მშენებლობები უნდა გაკონტროლდეს, რომ ქალაქის იერსახის დამახინჯება არ მოხდეს.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ჩვენ მერიიდან 2010-2016 წლებში მშენებლობებისთვის გაცემული ნებართვების შესახებ ინფორმაცია გამოვითხოვეთ. კერძოდ, რამდენი მრავალსართულიანი კორპუსის, კერძო სახლის, სასტუმროსა და სხვადასხვა ტიპის მშენებლობის ნებართვა გაიცა ქალაქის არქიტექტურისა დაზედამხედველობის სამსახურის მიერ. მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია

წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

ცხრილი 1:

სამშენებლო ნებართვების რაოდენობა

წელი მრავალსართულიანი კორპუსები სასტუმრო კერძო ბინათმშენებლობა სხვა ტიპის მშენებლობები რეკონსტრუქცია, დემონტაჟი, ვადის გაგრძელება სულ
2010 3 35 117 128 283
2011 7 2 28 80 192 309
2012 4 2 36 78 267 387
2013 6 4 42 106 284 442
2014 13 4 30 89 266 402
2015 2 3 36 97 280 418
2016 (იანვარი-ივლისი) 4 2 23 56 183 268

2016

წლის განმავლობაში გაცემული 268 ნებართავა მხოლოდ შვიდი თვის მონაცემებს შეესაბამება. მერიაში ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე ეს სტატისტიკა 430-440-მდე გაიზრდება.

გაცემული ნებართვების მონაცემები მშენებლობის ფართის  მიხედვით შემდეგნაირია:

ცხრილი 2:

სამშენებლო ნებართვები ფართობის მიხედვით და ექსპლუატაციაში  მიღებული ობიექტები

წელი 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 (იანვარი- ივლისი)
გაცემული ნებართვები კვ.მ-ობით 48 336,54 135 248 61 792,58 90 591,21 101 928,026 92 885,24 70 693,72
ექსპლუატაციაში მიღებული 24 703 26 413 83 923 31 639 46  097 85 448 46 862

გაცემული ნებართვების უმეტესობა კერძო მშენებლობასა და სხვადასხვა ტიპის კატეგორის მშენებლობაზე მოდის. ასევე, მაღალი მაჩვენებელია რეკონსტრუქცია-დემონტაჟსა და მშენებლობის ვადის გაგრძელებაზე.

მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობებზე გაცემული ნებართვების რაოდენობა წლების მიხედვით იცვლება. ამ მხრივ წარმატებული წელი 2014 აღმოჩნდა, როდესაც მერიის მიერ 13 მრავალსართულიანი კორპუსის და 4 სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გაიცა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მრავალსართულიანი კორპუსებიდან ნაწილი დევნილების საცხოვრებელზე მოდის. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ქუთაისში რამდენიმე კორპუსი ააგო, რომელთა მშენებლობაზე ნებართვა მერიამ გასცა.

რაც შეეხება სასტუმროებს, ქუთაისში პირველი ბრენდირებული სასტუმროს მშენებლობა 2015 წელს დაიწყო.

დასკვნა

მშენებლობის ტემპს ყველაზე კარგად მშენებლობის ფართობის ცვლილება უჩვენებს, რაც მშენებლობაზე გაცემული ნებართვებიდან და ექსპლუატაციაში შესული შენობების ფართობიდან ჩანს. როგორც ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, 2012 წლიდან 2015 წლამდე ქუთაისში მშენებლობებზე გაცემული ნებართვები გაორმაგდა. გაიზარდა მშენებარე ობიექტების ფართიც. თუმცა, ყველაზე მეტ ფართობზე მშენებლობის ნებართვა 2011 წელს გაიცა, რაც მნიშვნელოვანწილად პარლამენტის შენობის აგებით უნდა ყოფილიყო განპირობებული. 2015 წელს ექსპლუატაციაში მიღებული შენობების ფართობმა კი, 2012 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა (სადაც დიდი წილი ისევ პარლამენტის შენობაა).

ფაქტ-მეტრის დასკვნით, შოთა მურღულიას განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5661 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია