• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ნიკა მელია ამ დროისთვისაც სამაჯურით გადაადგილდება

დეზინფორმაცია: ნიკა მელია ამ დროისთვისაც სამაჯურით გადაადგილდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

03/11/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

თუ სოციალურ ქსელებში შეგხვდებათ ყალბი ამბავი ან ფიქრობთ, რომ პოსტი/ვიდეო/სურათი შეიძლება დეზინფორმაციის ნიშნებს ატარებდეს, მოგვწერეთ ფაქტ-მეტრის ოფიციალურ Facebook გვერდზე. თქვენი ჩართულობა ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

დეზინფორმაცია: ნიკა მელია ამ დროისთვისაც სამაჯურით გადაადგილდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი


1 ნოემბერს სოციალურ ქსელში „სირცხვილის კორიდორის“ მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციით, ნიკა მელიამ არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური მხოლოდ მომიტინგეების დასანახად მოიხსნა, ხოლო სამაჯურის ხალხისკენ გადაგდების შემდეგ, ის მელიას თანაშემწის ხელში აღმოჩნდა. დეზინფორმაციის მიხედვით, ნიკა მელიას თანაშემწემ არასაპატიმრო სასჯელისთვის განკუთვნილი სამაჯური გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატს უკან დაუბრუნა და მელია ამ დროისთვისაც სამაჯურით გადაადგილდება.

იხ: Facebook-პოსტი



Facebook პოსტის თანახმად: „პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავჯდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტის წინ, საკუთარი აღშფოთებისა და ვაჟკაცობის დასამტკიცებლად, სასჯელაღსრულებლის მონიტორინგის სამაჯური მოიხსნა და გადააგდო.
აღნიშნულ ფაქტს პარლამენტის წინ შეკრებილი ე.წ. ოპოზიციური სპექტრის ხბოს აღტაცება მოჰყვა. ფაქტი გააშუქა ოპოზიციური პარტიების ტელევიზიებმა, თუმცა ნიკა მელიამ საზოგადოება ჩვეულ სტილში ისევ გააბრიყვა და სინამდვილეში გადაგდებული სამაჯური მისი თანაშემწის ხელში აღმოჩნდა.
თანაშემწემ ნიკა მელიას სამაჯური ჩუმად უკან დაუბრუნა და ე.წ. მეამბოხე, ბორკილაწყვეტილი მელია ამ დროისთვის ისევ სამაჯურით გადაადგილდება“
გავრცელებული ცნობა ყალბი ამბავია, რადგან, ნიკა მელიამ, 1 ნოემბერს გამართულ აქციაზე, პროტესტის ნიშნად ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური მართლაც მოიხსნა, ხოლო მომდევნო დღეებში ის მედიაში სამაჯურის გარეშე გამოჩნდა (ბმული 1, ბმული 2).


2 ნოემბერი - ნიკა მელია ბრიფინგზე




2 ნოემბერი - ნიკა მელია „მთავარის ეთერში“





ამასთან, 3 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, პასუხად კი ნიკა მელიამ განაცხადა: „გამორიცხულია, რომ შევიბა სამაჯური, რომელიც უსამართლობის ერთი სიმბოლოა და ჩემთვის ნებისმიერი ნაბიჯი, რასაც ბიძინა ივანიშვილი გადადგამს, არ იქნება გონივრული და ჭკვიანური და საზიანო იქნება მისივე გუნდისთვის“.

ნიკა მელიას პროკურატურა 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება, რის შესახებაც მელიას ბრალი გასული წლის 25 ივნისს წარუდგინეს. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს აღკვეთის ღონისძიებად 25 ათას ლარიანი გირაო და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ამასთან მას ელექტრონული სამაჯურიც გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე სახლის დატოვება შეუზღუდეს.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში ყალბი ამბავი არაერთი წყაროს მიერ გავრცელდა (mpn.ge, reportiori.ge, exclusivenews.ge, wwww.ge):

იხ: Facebook-ზე ყალბი ამბის გამავრცელებელი წყაროების სია







სტატიაში გამოყენებულია CrowdTangle-ის, Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყოს, მონაცემები.












ნიკა მამულაძე
ნიკა მამულაძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა