2021 წლის 21 დეკემბერს გაზეთ „რეზონანსმა“ გამოაქვყენა სტატია, სათაურით - „თუ ნამოხვანჰესს სახელმწიფო ააშენებს, მოსახლეობისგან წინააღმდეგობა არ შეხვდება!“. სათაურის ქვეშ ვარლამ გოლეთიანის ციტატა და პროტესტის დროს გადაღებული ფოტომასალაა მოცემული. „რეზონანსის“ სტატია იმავე სათაურითა და ვარლამის ფოტოთი ვებგვერდმა Energynews.ge-მა და Facebook-გვერდმა - ექვთიმე ბიძინაშვილი - გამოაქვყენეს.

გაზეთ „რეზონანსის“ მიერ გამოქვეყნებული სტატია სოციალურ ქსელში სხვა წყაროებმა იმგვარად გაავრცელეს, თითქოს, განცხადება,რომ თუ ნამოხვანჯესს სახელმწიფო ააშენებს, მოსახლეობისგან წინააღდეგობა არ შეხვდება, ვარლამ გოლეთიანმა გააკეთა. სინამდვილეში, აღნიშნული ციტატა ყალბია - ის არც ვარლამს ეკუთვნის და არც ორიგინალი სტატიის ტექსტშია ნახსენები.

გოლეთიანმა „რეზონანსთან“ ინტერვიუში შემდეგი განცხადება გააკეთა: „ზოგადად, რასაკვირველია, ვემხრობით, რომ მსგავს სტრატეგიულ ობიექტებს სახელმწიფო უნდა ფლობდეს. ნამოხვანი იქნება ეს თუ სხვა მსგავსი ტიპის პროექტი, ჩვენი პოზიცია ასეთია. უბრალოდ, იქამდე ბევრი საკითხია გასავლელი, რომლებიც არ შესწავლილა...მომგებიანობა არ დათვლილა, გარემოზე ზემოქმედება არ შესწავლილა...“

რაც შეეხება წინააღდეგობის ნაწილს, მიმსგავსებული განცხადება ენერგეტიკოსმა, ენგურჰესის მმართველმა, ლევან მებონიამ გააკეთა: „მხოლოდ მივესალმები, თუ ნამოხვანის ჰესს სახელმწიფო ააშენებს. ძალიან დავაშავეთ, რომ ამდენი ხანი არც ხუდონი, არც ნამოხვანი და არც ნენსკრა არ ავაშენეთ...ყველაზე მთავარი ისაა, რომ მოსახლეობასაც ამ შეთხვევაში ბევრად მეტი ნდობა ექნება და წინააღმდეგობა ნაკლები შეხვდება. ნამოხვანჰესი რომ აუცილებელია, არ შეიძლება, ორი აზრი არსებობდეს, მაგრამ აუცილებელია თანამედროვეობაზე მორგებული უსაფრთხოებისა და გარემოზე ზემოქმედების კვლევებიც“. თუმცა, ტექსტის იმგვარი ფორმულირება, თითქოს, თუ ნამოხვანჰესს სახელმწიფო ააშენებს, მოსახლეობისგან წინააღმდეგობა არ შეხვდება!, არასწორია და ის არც მებონიას განუცხადებია.

რედაქტორის შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ვარლამ გოლეთიანის შესახებ მანიპულაციის გავრცელებაში გაზეთი „რეზონანსიც“ მოიაზრებოდა. გაზეთის მასალა სხვა წყაროებმა გამოიყენეს მანიპულაციურად.

--------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5429 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი