იტვირთება

„ალტ-ინფოს“ ეთერში მორიგი ანტივაქსერული და დეზინფორმაციული შინაარსის გადაცემა გავიდა, რომელიც სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. გადაცემა „განსხვავებული აზრის“ წამყვანი და მისი სტუმარი, ანტივაქსერი თინათინ გოცაძე, ამტკიცებდნენ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები იწვევს - იმუნიტეტის მოშლას, იმუნოდეფიციტს, შიდსს, კიბოს... ვაქცინები აზიანებს ადამიანის დნმ-ს, გენომს. აღნიშნული მტკიცებები არის ყალბი. გარდა ამისა, გადაცემაში COVID-19-ის ვაქცინების წინააღმდეგ სხვა არაერთი შეთქმულების თეორია და დეზინფორმაცია გაჟღერდა.

გადაცემის თემა „ვაქცინაციური შიდსი“ იყო. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ანტივაქსერები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს ვაქცინები შიდსს იწვევს. მათ გამოიგონეს სპეციალური ტერმინი - VAIDS [vaccine acquired immunodeficiency syndrome], ანუ ვაქცინით შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი. აღნიშნული მტკიცება უსაფუძვლოა, რეალურად ვაქცინით შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი - VAIDS არ არსებობს.

შიდსი არის შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, რომელსაც იწვევს აივ-ინფექცია. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები იმუნოდეფიციტს არ იწვევს, ისინი არ ასუსტებენ იმუნურ უჯრედებს. პირიქით, ვაქცინები ასტიმულირებენ იმუნური უჯრედების გააქტიურებას და ანტისხეულების გამომუშავებას SARS-Cov-2-ის წინააღმდეგ.

მტკიცება, თითქოს ვაქცინა იწვევს კიბოს, ასევე აბსურდული და უსაფუძვლოა. დამოუკიდებელმა ფაქტების გადამამოწმებელმა ორგანიზაციების თანახმად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც აკავშირებს ვაქცინებს კიბოსთან ან შიდსთან/აივ-თან. ამასთან, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ვაქცინები ანგრევს ან ასუსტებს იმუნურ სისტემას. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური კვლევები და ვაქცინაციის შემდგომი მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ დამტკიცებულ ვაქცინებს კიბოს ან აივ/შიდსის გაზრდილი რისკი არ აქვს.

მტკიცება, თითქოს mRNA ვაქცინები აზიანებს ადამიანის დნმ-ს, გენომს, არის ყალბი ამბავი. ვაქცინები, მათ შორის mRNA ვაქცინები, ადამიანის უჯრედის ბირთვში არ აღწევს, სადაც ინახება ჩვენი დნმ (გენეტიკური მასალა) და შესაბამისად, ვაქცინებს ადამიანის დნმ-ზე გავლენა არ აქვს. ვაქცინის ერთადერთი ფუნქცია დაავადებების წინააღმდეგ იმუნიტეტის ჩამოყალიბებაა. ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში, რაც ორგანიზმი ცილას ან ცილის ნაწილს წარმოქმნის, რნმ-ის მოლეკულა იშლება და ორგანიზმი მისგან თავისუფლდება.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4021 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი