Facebook-ის მომხმარებელი ნინი ხუნდაძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომლის მტკიცებითაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ნიღაბი უკეთია. პოსტის აღწერაში ვკითხულობთ: „ამდენ ნიღბებში რა გავიგოთ ვინ ნამდვილია და ვინ ყალბი? ვის დადგმულ შოუს ვუყურებთ, ან რას ემსახურება ეს ყველაფერი? მთავარია, შინაგანი წონასწორობა შევინარჩუნოთ და ცივი გონებით შევხედოთ ყველა მოვლენას. ღმერთი ფარავდეს საქართველოს“. რეალურად, მოცემულ ვიდეოში ჯო ბაიდენს ნიღაბი არ უკეთია.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული 13-წამიანი ვიდეო, 2023 წლის 12 აპრილს, დუბლინის აეროპორტში ჯო ბაიდენის აშშ-ის საელჩოს პერსონალთან და მეხანძრეებთან გამართული შეხვედრის ნაწყვეტია. შეხვედრის სრული ვიდეო განთავსებულია სოციალურ ქსელ Youtube-ზე, Factbase Videos არხის მიერ. აღნიშნული ვიდეოს 5:07 წუთზე მოცემულია ზუსტად ის მომენტი, რომელიც ასახულია Facebook-ზე განთავსებული ვიდეოს მე-6 წამზე.

ორი ვიდეოს შედარებისას ცხადი ხდება, რომ Facebook-ზე განთავსებულ ვიდეოში კადრი მიახლოებულია, მომატებულია კონტრასტი და ფერები ბუნებრივზე უფრო კაშკაშაა. ამგვარი ვიზუალი 80 წლის ამერიკის პრეზიდენტის კისერზე ბუნებრივად არსებულ ნაოჭებს გამოკვეთს, რაც Youtube-ზე მოცემულ ვიდეოში თითქმის საერთოდ არ ჩანს.

აღნიშნული ვიდეო ბელგიურმა გამოცემა „Knack.be“-მაც გადაამოწმა. ვიდეომ სოციალურ ქსელ Twitter-ზე 13 აპრილს მოიპოვა პოპულარობა, სადაც 11 მილიონი ნახვა დააგროვა. ამავდროულად, ჯო ბაიდენის ნიღაბთან დაკავშირებით კონსპირაციული თეორიები გავრცელდა ისეთ სოციალურ ქსელებში როგორიცაა, Telegram, Reddit, 4chan, Tiktok. ნიშანდობლივია, რომ ამ საკითხზე კონსპირაციული თეორიები ახალი არაა და სოციალურ ქსელებში აქამდეც ვრცელდებოდა.

რეალურად, მტკიცება, რომ ჯო ბაიდენს ნიღაბი უკეთია, მცდარია. ვიდეოში კონტრასტი და ტონალობა მომატებულია, რის გამოც 80 წლის პრეზიდენტის ნაოჭები უფრო მკვეთრად ჩანს.

...................................................................................................................

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5431 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი