სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში Irakli Zakareishvili, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არა ერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3) საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას გაყალბებულ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ალასანიას ვარდისფერი კაბა აცვია, რომელზეც რამდენიმე ადგილას რიცხვი „69“ არის გამოსახული. რეალურად, აღნიშნული ფოტო ფაბრიკაციაა და მასზე ბრაზილიელი ჟურნალისტი მერსეს პარენჩეა წარმოდგენილი.

ჟურნალისტ მერსეს პარენჩეას ფოტო ვაქცინაციის ცენტრშია გადაღებული, სადაც მან კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. როგორც ჟურნალისტი განმარტავს, კაბა სპეციალურად მისი 69-ე დაბადების დღისთვის შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ პარანჩეამ Facebook-ზე პოსტიც გამოაქვეყნა, რომელსაც სწორედ აღნიშნულ კაბაში გადაღებული ფოტოები დაურთო.

ამდენად, Facebook-ში გავრცელებული ფოტო ფაბრიკაციაა და მისი მიზანი გიული ალასანიას დისკრედიტაციაა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5429 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი