სოცილურ ქსელში Facebook-ანგარიში „ნაცი ხვიტია“ ვიდეოკოლაჟს ავრცელებს. აღწერაში კი წერს: „არა კაცო, სად ხდება პროპაგანდა, ეს ჩვენ ვაქცევთ ზედმეტ ყურადღებას უბრალოდ" აი ასე მოაზროვნეები ხართ იდიოტები და ხელშემწყობები ამ მარაზმის. სასწრაფოდ მიიღეთ კანონი“. ვიდეოს ნაწილი, სადაც ვიდეოგრაფი LashaFox საუბრობს, პროპაგანდისტული გვერდის „ტერენტი გლდანელი“-ის მიერაც გავრცელდა, პოსტის აღწერაში ანგარიში წერს: „პირდაპირ მოგვიწოდებენ ლგბტ თემის წევრები გავხდეთ“. რეალურად, გავრცელებულ ვიდეოში სატირული ჟანრის მოკლე ვიდეოებია თავმოყრილი, თუმცა, ისინი იმგვარადაა მოჭრილი, რომ მომხმარებლებისთვის რეალური კონტექსტი არ ჩანს.

კოლაჟის პირველ ნაწილში ვიდეოგრაფი Lasha Fox-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოდან არის კადრები ამოჭრილი. რეალურად, მან Instagram და TikTok პლატფორმაზე სატირული შინაარსის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საბერძნეთში ერთნაირსქესიანთან ქორწინების დაკანონებაზე საუბრობს. რუბრიკის სახელწოდებად კი „ლგბტ პროპაგანდა“ აირჩია, რაც გასული კვირიდან „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ კანონპროექტს უკავშირდება. „ქართულმა ოცნებმა“ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მუშაობენ კანონპროქტზე, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან“ დაიცავს. „ფსევდოლიბერალური იდეოლოგია“ კი როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „არატრადიციული ორიენტაციის“ პროპაგანდას და „გენდერულად ნეიტრალური ტერმინოლოგიის დანერგვას“ გულისხმობს.

Facebook-ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული კოლაჟის მეორე ნაწილში ჩანს TikTok-ანგარიშის lucas.ablotia-ს ვიდეოდან ამოჭრილი კადრი, სადაც ის აცხადებს, რომ გეებს „გეი დიქტატურა“ სურთ.

რეალუარად, სრული ვიდეოში ლუკა აბლოთია თავად ამბობს, რომ ხუმრობს და ლგბტ თემის მთავარი მიზანი სინამდვილეში შემდეგია: „ჩვენ გვინდა, რომ იყოს თანასწორობა, თავისუფლება და ყველას ერთმანეთი უყვარდეს და სიყვარული იყოს მთავარი“.

რაც შეეხება შემდეგ მონაკვეთს, სადაც ლგბტ თემის წევრი კითხვაზე, „თუ რა არის მთავარი, რასაც ამ 5 წლის განმავლობაში ვიღაწიეთ“, პასუხობს: „მეტი ადამიანი არის გეი ახლა“.

აღნიშნული ვიდეოს სრული ვერსია თბილისი პრაიდის Tiktok-ანგარიშზე, პრაიდის დაბადების დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. სინამდვილეში, ვიდეოს სრული ვერსიის ნახვისას, ცხადი ხდება, რომ რესპონდენტი ხუმრობს. ამ ფაქტზე მიუთითებს ვიდეოზე დატანილი წარწერაც: „Disclaimer:ხუმრობს“.

ამდენად, გავრცელებულ ვიდეოკოლაჟში მონაკვეთები იმდაგვარადაა ამოჭრილი, რომ მსმენელს ვიდეოში მონაწილე პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე და მათ რეალურ კონტექსტზე არასწორი წარმოდგენა ექმნება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი