სოციალურ ქსელებში, Facebook-სა და TikTok-ზე, ვრცელდება ვიდეო, რომელშიც თითქოს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცეკვავს. სინამდვილეში, აღნიშნული ვიდეო დამუშავებულია და მიხეილ სააკაშვილის სახე რედაქტირების საშუალებითაა ჩასმული. (არქივირებული ბმული)

გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს TikTok-ანგარიშის სახელი @voloboy1, რომელიც, სავარაუდოდ, ვიდეოს პირველწყაროა. „ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა აღნიშნული გვერდი და აღმოჩნდა, რომ ამ TikTok ანგარიშის კონტენტი რედაქტირებული ვიდეოებისა და ე.წ Deepfake-ებისგან შედგება. ამ გვერდზე ძირითადად, უკრაინელი ლიდერების დამუშავებულ ვიდეოებს ვხვდებით, კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაინის ყოფილი მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის, კიევის მერის ვიტალი კლიჩკოსა და ა.შ. მრავლადაა დასავლელი ლიდერების ვიდეოებიც - ემანუელ მაკრონის, რიში სუნაკის, ოლაფ შოლცისა და სხვების. TikTok-მომხმარებელს აღწერაში მითითებული აქვს, რომ ვიდეოებს ამონტაჟებს.

მის მიერ შექმნილ ვიდეოებს შორისაა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოც. კომენტარების ველში TikTok-მომხმარებელი თავადვე აღნიშნავს, რომ ვიდეო ხუმრობაა.

შესაბამისად, გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია.

--------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5429 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი