სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ბოლო ჟამის ქრისტიანები, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან დაკავშირებით მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს. პოსტის მტკიცებით, WEF მოუწოდებს ხალხს, დაიწყონ ფეკალიების მიღება. რეალურად, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

გავრცელებული პოსტი ეყრდნობა ამერიკულ გამოცემა „The People's Voice-ის“ სიუჟეტსა და სტატიას, რომლებიც ჯერ კიდევ გასული წლის 26 ივნისს გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ გამოცემა „The People’s Voice“ დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს ხშირად აქვეყნებს, რაზეც „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არა ერთხელ დაუწერია (1,2,3).

ინფორმაციის გადამოწმებისთვის, გამოცემა „US Today“ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ WEF-ს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. იან ზოფის თქმით, ყალბი ამბავი იმ მნიშვნელოვანი საქმის დისკრედიტაციის მცდელობაა, რასაც WEF უკვე წლებია გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით აკეთებს. ამავდროულად, WEF-ის ვებსაიტზე განცხადება, თითქოს ორგანიზაცია ხალხს მოუწოდებს ფეკალიები ჭამონ, რათა კლიმატის ცვლილებას ებრძოლონ, არ იძებნება. არც ზემოთ ნახსენები „The people’s voice-ის“ სტატიასა თუ სიუჟეტში არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, ან სანდო წყარო.

ცნობისთვის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) დიდი ხანია შეთქმულების თეორიებისა და ანტიმეცნიერული დეზინფორმაციის სამიზნეა (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები 1,2,3). აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციაა 1971 წელს შვეიცარიაში შეიქმნა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „პროგრესის მიღწევა საზოგადოების ყველა ჯგუფის (პოლიტიკის, ბიზნესის, კულტურის წარმომადგენლების, სხვ.) გაერთიანებითაა შესაძლებელი, რომლებსაც აქვთ სურვილი და გავლენა, პოზიტიური ცვლილებები განახორციელონ“. კლიმატის ცვლილება WEF-ისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ თემებზე სხვადასხვა სამთავრობო, საზოგადოებრივ და კერძო ჯგუფთან ერთად მუშაობს. 2023 წლის იანვარში ფორუმმა წამოიწყო „Giving to Amplify Earth Action“ (GAEA) ინიციატივა, რომელიც ყოველწლიურად კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების დასაძლევად 3 ტრილიონი დოლარი გამოყოფას გულისხმობს.

ამდენად, მტკიცება, რომ WEF ადამიანებს მოუწოდებს, ადამიანური ნარჩენები (ფეკალიები) მიიღონ, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5448 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი