ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი გოგოხიას ერთ-ერთი დაპირება ზუგდიდში არსებული საცურაო აუზის რეაბილიტაცია იყო. მან 2015 წლის 7 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დასრულებული იყო და სურვილი ჰქონდათ, სამუშაოები 2015 წლის ბოლოს დაწყებულიყო. მიუხედავად მერის დაპირებისა, აღნიშნული აუზის სარეკონსტრუქციო სამუშოები ჯერ არ დაწყებულა.

2017 წლის 30 მაისს ქალაქ ზუგდიდის მერიამგანაცხადა, რომ საცურაო აუზის სარეაბილიტაციო პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდშია (მგფ) და მისი განხილვა მიმდინარეობს. მგფ აცხადებს, რომ მათ პროექტი მიიღეს, თუმცა შენიშვნების გამო მერიას უკან დაუბრუნეს და კორექტირებული ვარიანტი ჯერ არ მიუღიათ.

ფაქტ-მეტრიაღნიშული განცხადებების სიზუსტით დაინტერესდა.

2016 წლის 16 მარტს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა საცურაო აუზის რეკონსტრუქციისთვის საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვოდოკუმენტაციის მოსამზადებლად არქიტექტურული კონკურსი გამოაცხადა, თუმცა გამოცხადებიდან 16 დღეში მუნიციპალიტეტმაკონკურსის მიმდინარეობა შეწყვიტა,მიზეზი მომსახურების შესყიდვის ღირებულებაში ექსპერტიზისთვის საჭირო 25000 ლარის გაუთვალისწინებლობა აღმოჩნდა.

სამი თვის შემდეგ, 2016 წლის 23 ივნისს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმაშპს "აბსოლუტ სერვისთან" 92 683 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რითაც საცურაო აუზის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვოდოკუმენტაციის მომზადების მომსახურება შეისყიდა.შპს "აბსოლუტ სერვისსა" და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს (საპროექტო და სახარჯთაღრიცხვოდოკუმენტაცია) ჩაბარებაზე მიღება-ჩაბარების აქტი, ინსპექტირების ჯგუფის საბოლოო დასკვნის და შპსმშენ-ექსპერტისმიერ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, 2016 წლის 29 სექტემბერს შედგა.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, ზუგდიდში, ჯანაშიას #2-ში არსებული სპორტკომპლექსის (საცურაო აუზი) რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტის ღირებულება 5 684 041 ლარს შეადგენს. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა მგფ- საცურაო აუზის რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად საპროექტო განაცხადი 2016 წლის 6 დეკემბერს წარუდგინა. საპროექტო განაცხადისგანხილვის შემდეგ, 2016 წლის 27 დეკემბერს მგფ-მაქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას 17 პუნქტიანი შენიშვნებით განაცხადი უკან დაუბრუნა. მგფ-ისმიერ შედგენილი შენიშვნებიდან ირკვევა, რომ რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტი არასრულყოფილია. მათ შორის, საპროექტო დოკუმენტაციას აკლდა ხარჯთაღრიცხვა, საექსპერტო დასკვნები, ტექნიკური დავალება და სხვა.

ზუგდიდის მერიამ მუნიციპალური განვითარების ფონდს კორექტირებული საპროექტო განაცხადი2017 წლის 31 იანვარს წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ ფონდის მიერ ერთხელ უკვე გაგზავნილი იყო შენიშვნები, ქალაქ ზუგდიდის მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიმართ მგფ-ისევ აღმოაჩნდა შენიშვნა-რეკომენდაციები. ხელახლა წარმოდგენილი ვარიანტის განხილვის შემდეგ, მგფ-მა შეადგინა 20 -მდე შენიშვნა და 2017 წლის 24 თებერვალს ქალაქ ზუგდიდის მერიას კვლავ დაუბრუნა კორექტირებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარმოსადგენად. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორედ გაგზავნილი შენიშვნებიც საპროექტო დოკუმენტაციის არქიტეტქურულ და ტექნიკურ მხარეს უკავშირდება. მათ შორის, რამდენიმე შენიშვნაიგივეა, რაც მერიისთვის პირველად გაგზავნილ წერილში იყო.

საჯარო ინფრომაციისმოთხოვნითჩვენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ. თუმცა, ზუგდიდის მერიამ მხოლოდ პირველად, 2016 წლის 27 დეკემბერს მიღებული შენიშვნები და კორექტირებული საპროექტო განაცხადის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია გამოგვიგზავნა (იხ. ბმული: 1, 2, 3), ხოლო 2017 წლის 24 თებერვლის შენიშვნები არ მოუწოდებია.

დასკვნა

ფაქტ-მეტრის კვლევამ აჩვენა, რომ ქალაქ ზუგდიდის მერიამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ქალაქ ზუგდიდში, ჯანაშიას #2-ში არსებული სპორტკომპლექტის(საცურაო აუზი) რეაბილიტაციის დასაფინანსებლად საპროექტო განაცხადიპირველად 2016 წლის 6 დეკემბერს წარუდგინა, ხოლო მეორედ, კორექტირებული ვარაინტი,2017 წლის 31 იანვარს. მეორედ წარდგენის შემდეგ, მგფ-იგანმეორებითი შენიშვნების გასათვალისწინებლად,ქალაქ ზუგდიდის მერიას პროექტი ხელახლა (2017 წლის 24 თებერვალს) დაუბრუნდა. ამის შემდეგ, მერიას ფონდისთვის კორექტირებული ვარიანტი არ წარუდგენია. აქედან გამომდინარე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაკეთებული განცხადების მომენტში პროექტის განხილვა მუნიციპალური განვითარების ფონდში არ მიმდინარეობდა და არც ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრისდასკვნით, ქალაქ ზუგდიდის მერიის განცხადება არის ტყუილი,ხოლო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) კი- სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი