პერსონალური მონაცემების დაცვა

პერსონალური მონაცემების დაცვა

მოცემული გვერდი შეიცავს ინფორმაციას მომხმარებლების მიერ საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) მფლობელობაში არსებული ვებგვერდების (www.grass.org.ge; www.factcheck.ge) გამოყენებისას პერსონალური მონაცემების შეგროვების და გამოყენების შესახებ. ასევე იმ მონაცემების შეგროვების და გამოყენების შესახებ, რომელიც GRASS-ს მომხმარებლის მიერ სხვა არხებით მიეწოდება, როგორიც არის ელ-ფოსტა, სოციალური მედია პლატფორმები, ტელეფონი და ონლაინ/ოფლაინ ღონისძიებები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოცემული პოლიტიკა სრულებით ვრცელდება GRASS-ის პროექტზე - FactCheck Georgia (FactCheck.ge).

GRASS იცავს კანონიერების, კონფიდენციალურობის და გამჭირვალობის პრინციპებს. აქედან გამომდინარე, ქვემოთ მოცემულ პოლიტიკაში წარმოდგენილი იქნება ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან და რომელიც შესაძლოა ჩვენი ვებგვერდების ვიზიტორებისგან ან/და ჩვენი სერვისების მომხმარებლებისგან მივიღოთ.

 

ვინ აგროვებს თქვენს მონაცემებს?

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - საქართველოს რეფორმების ასოციაცია

საიდენტიფიკაციო კოდი: 406077579

მისამართი: თბილისი, 0112, აღმაშენებლის გამზირი № 189, მე-3 სართული

ელ-ფოსტა: [email protected]; [email protected]

 

როდის გროვდება თქვენი მონაცემები?

ჩვენს ვებგვერდებზე ვიზიტისას: მიუხედავად იმისა, რომ GRASS მონაცემების შესაგროვებლად არ იყენებს ე.წ Cookies-ებს, ჩვენ ვიყენებთ Google Analytics-ს, რათა დავინახოთ თუ რა არხებით შემოდიან ადამიანები ჩვენს ვებგვერდებზე და ვნახოთ თუ რომელი სტატიებია ყველაზე პოპულარული. Google Analytics-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ აქ. ჩვენი ვებგვერდი ასევე იყენებს Facebook Pixel-ს, რომელიც გვეხმარება, რომ ჩვენი Facebook-რეკლამები უფრო აქტუალური გავხადოთ (მათი გამოქვეყნების შემთხვევაში), ვინაიდან, Facebook Pixel-ის საშუალებით შესაძლებელია იმ გვერდების ამოცნობა, რომელთაც უფრო ხშირად უყურებენ მომხმარებლები.

ჩვენი ელ-ფოსტის ან საკონტაქტო არხების გამოყენებისას: თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტის ([email protected]; [email protected]) ან ჩვენი საკონტაქტო არხების საშუალებით. კერძოდ, ჩვენთან დაკავშირება შეგიძლიათ "გადაამოწმე შენი ფაქტი" სერვისით, რომელიც ხელმისაწვდომია factcheck.ge-ზე, ან შესწორების მოთხოვნებზე საპასუხოდ შექმნილი ელ-ფოსტის საშუალებით ([email protected]). აღნიშნულ შემთხვევებში თქვენს შესახებ შეგროვდება ისეთი ინფორმაცია, როგორებიცაა: ელ-ფოსტის მისამართი, სახელი და კონკრეტულ შემთხვევებში ტელეფონის ნომერი.

ჩვენი სოციალური მედიის გვერდების საშუალებით (Facebook, Instagram, TikTok, YouTube, X): მონაცემები გროვდება GRASS-ის მფლობელობაში არსებულ სოციალურ მედია გვერდებთან ინტერაქციის შემთხვევაში.

თქვენ ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ აღნიშნულ პლატფორმებზე პირდაპირი შეტყობინებების გამოგზავნით.

ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენის (newsletter) გამოწერის საშუალებით: ჩვენი ბიულეტინის მიღების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მისი გამოწერისას თქვენი ელ-ფოსტის მისამართს ვითხოვთ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მის მიღებაზე უარი თქვათ  შესაბამის ღილაკის დაჭერით ან ჩვენთან დაკავშირებით. ბიულეტინის გასაგზავნად გამოიყენება Mailchimp, რომლის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ჩვენი WhatsApp-ის სერვისებით: სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი WhatsApp არხები, რათა მობილურ ტელეფონზე პირდაპირ მიიღოთ ჩვენი სტატიები. ამისათვის მოგიწევთ საკუთარი ტელეფონის ნომრის მითითება. WhatsApp-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ვაკანსიის/სტაჟირების განაცხადების საშუალებით: თუ GRASS-ში დასაქმების სურვილის შემთხვევაში გამოგზავნით აპლიკაციას, შესაბამისი მონაცემები, მათ შორის, იმ კანდიდატების მონაცემები, რომლებიც არ შეირჩნენ, ვაკანსიის/სტაჟირების განაცხადის დახურვიდან 2 წლის განმავლობაში შეინახება. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, რომ აღნიშნული მონაცემები უფრო ადრე განადგურდეს, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. რაც შეეხება შერჩეულ კანდიდატებს, დასაქმებულთა მონაცემები მათი დასაქმების ხანგრძლივობის განმავლობაში ინახება. კონკრეტულ შემთხვევებში, მონაცემები შესაძლოა შეინახოს დამატებითი ხანგრძლივობით იმ საგრანტო ხელშეკრულებების პირობების გათვალისწინებით, რომელზეც დასაქმებული მუშაობდა.

 

რა მიზნით მუშავდება თქვენი მონაცემები?

თუ დაგვიკავშირდებით ელ-ფოსტის ან სხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით, ჩვენ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს პასუხის გასაცემად, თქვენივე ინტერესების შესაბამისად. მაგალითად, თუ მომხმარებელი ჩვენს სტატიასთან დაკავშირებით საჩივრის გაგზავნას გადაწყვეტს, მისამართზე [email protected], მომხმარებლის ელ-ფოსტის მისამართს აღნიშნულ საჩივარზე პასუხის გასაცემად გამოვიყენებთ.

ჩვენს სოციალურ მედია გვერდებთან (Facebook, Instagram, TikTok, YouTube, X) ინტერაქციის შემთხვევაში (კომენტარი, რეაქცია), ანალიზისა და გაზომვის მიზნით გამოვიყენებთ საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებს, რათა დავადგინოთ თუ მომხმარებელთა ჩართულობის თვალსაზრისით რომელი პოსტები მუშაობს კარგად. Facebook-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ აქ, ხოლო Instagram-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა აქ. TikTok-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა ხელმისაწვდომია აქ, X-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა აქ.

თუ გამოიწერთ ჩვენს საინფორმაციო ბიულეტინს, თქვენი მონაცემები მისი გამოგზავნისთვის იქნება გამოყენებული.

ჩვენი WhatsApp სერვისების მოხმარების შემთხვევაში, თქვენი მონაცემები მობილურ ტელეფონზე სტატიების და სხვა საინფორმაციო მასალების გამოგზავნისთვის იქნება გამოყენებული.

თუ ვაკანსიაზე/სტაჟირებაზე გააკეთებთ განაცხადს, თქვენი მონაცემები თქვენი განაცხადის შესაფასებლად იქნება გამოყენებული.

 

რამდენად ლეგიტიმურია თქვენი მონაცემების დამუშავება?

თქვენი მონაცემების დამუშავება ლეგიტიმურია იმდენად, რამდენადაც დაფუძნებულია თქვენს თანხმობაზე, რომელსაც თავად გვაძლევთ ჩვენს ვებგვერდებთან და სოციალური მედიის გვერდებთან ინტერაქციით ან უშუალოდ ჩვენთან დაკავშირებით. გარდა ამისა, თქვენი მონაცემები მუშავდება თუ თავად გამოთქვამთ ჩვენი სტატიების და სხვა საინფორმაციო მასალების მიღების სურვილს.

 

რა ვადით შევინახავთ თქვენს მონაცემებს?

GRASS თქვენს მონაცემებს დაამუშავებს მანამ, სანამ საჭირო იქნება ზემოხსენებული მიზნების შესრულებისთვის. ამის შემდეგ მონაცემები წაიშლება. GRASS-ის მიერ მონაცემების შენახვის ვადა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ თავდაპირველად რა მიზეზით შეგროვდა მონაცემები და რამდენად შეასრულა საკუთარი მიზანი. მონაცემების შენახვის ვადა ასევე განისაზღვრება სახელშეკრულებო და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად.

 

რა უფლებები გაქვთ, როდესაც გვაწვდით პერსონალურ მონაცემებს?

ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების შემთხვევაში, თქვენი უფლებებია:

  • წვდომის უფლება – თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების ასლები
  • ესწორების უფლება - თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ არაზუსტი პერსონალური მონაცემების გასწორება ზედმეტი შეფერხების გარეშე.
  • წაშლის უფლება – თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა.
  • დამუშავების შეზღუდვის უფლება – თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი დამუშავება უნდა გაგრძელდეს ლეგიტიმური მიზეზით ან სამართლებრივი პრეტენზიების აღსრულებისა და დაცვის მიზნით).
  • მონაცემების დამუშავებაზე უარის თქმის უფლება - თქვენ გაქვთ უფლება უარი თქვათ თქვენი პერსონალური მონაცემების ავტომატურ დამუშავებაზე, მაგალითად, როდესაც ის გამოიყენება პროფაილინგისთვის.
  • მონაცემთა გადაცემის უფლება – თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები გადავცეთ სხვა ორგანიზაციას ან თქვენ, როცა ეს ტექნიკურად შესაძლებელია.

 

GRASS-ში მონაცემები მუშავდება თქვენი თანხმობის საფუძველზე. გაცნობებთ, რომ მისი გამოთხოვნა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. თქვენი უფლებების რეალიზებისთვის დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე [email protected]/[email protected]. თუ უკმაყოფილო ხართ თქვენი უფლებების რეალიზებით, შეგიძლიათ მიმართოთ მონაცემთა დაცვის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს.

 

ცვლილებები

GRASS-ში თქვენი პერსონალური მონაცემები  მოცემული პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკის გათვალისწინებით გამოიყენება, რომელიც ძალაშია მონაცემების შეგროვების მიმდინარეობისას. მონაცემების დამუშავების წესებში ცვლილებების შემთხვევაში, შესაბამის შეტყობინებას დროულად მიიღებთ.

იხილეთ ყველა სტატია

პროპაგანდა

იხილეთ ვრცლად
5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი