-
"2005 წლის 1 იანვარს ფინანსური ამნისტია გამოცხადდა"
2015 წლის 27 თებერვალს, ტელეკომპანია იმედის ეთერში, საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის...
მეტწილად სიმართლეგანცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებასVS
-
„ეს არის მტკნარი სიცრუე, 2005 წელს არავითარი ამნისტია არ გამოცხადებულა“
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ
მცდარიგანცხადება არაზუსტია21/03/2015ნახვა 5789
2015 წლის 27 თებერვალს, ტელეკომპანია იმედის ეთერში, საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებმა, ზურაბ ჯაფარიძემ და ზურაბ ტყემალაძემ ქვეყანაში არსებულ სავალუტო კრიზისსა და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემუშავებული, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის 36 პუნქტიანი გეგმა არარეალურია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შეფასებით, შეუძლებელია ფინანსური და ეკონომიკური ხასიათის დანაშაულზე ფინანსური ამნისტიის გამოცხადება, განსაკუთრებით არარეალური კი საგადასახადო ამინისტიის გამოცხადებაა. მისი თქმით, მსგავს პრეცედენტს არც წარსულში ჰქონია ადგილი. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მსგავსი პრეცედენტი არსებობს და 2005 წლის 1 იანვარს ფინანსური ამნისტია გამოცხადდა.
ფაქტ-მეტრი დეპუტატების განცხადებების სიზუსტით დაინტერესდა.
2004 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ერთჯერადი ხასიათის "ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზების შესახებ" კანონი დაამტკიცა. კანონმა მეწარმეები 2004 წლამდე გადაუხდელი (დამალული) გადასახადებისგან გაათავისუფლა და არადეკლარირებული ფინანსებისა და ქონების ლეგალიზების შანსი მისცა.
ამ კანონით, დამალული ქონებისა და ფინანსების დეკლარირება 2005 წლის ბოლომდე უნდა მომხდარიყო. ფინანსები ლეგალიზებულად ჩაითვლებოდა, თუ დეკლარანტი მის 1%-ს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხდიდა.
კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი ყველა იმ პირზე ვრცელდებოდა, რომლებსაც 2004 იანვრამდე საგადასახადო დავალიანება არ უღიარებიათ და სამეწარმეო დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, გარდა მაღალი რანგის საჯარო მოხელეებისა. თუმცა, როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში არსებული განსხვავებული მოსაზრებების გამო, იმ პირთა სია, რომელსაც ამნისტია უნდა შეხებოდა, მნიშვნელოვნად შემცირდა. კანონპროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, ამნისტია აღარც საშუალო რგოლის საჯარო მოხელეებზე გავრცელდა, რადგან ხშირ შემთხვევაში, სამართალდამცავი სტრუქტურების ყველა რგოლის თანამშრომელი კორუფციული გარიგებების მონაწილე აღმოჩნდა. 2004 წლამდე არადეკლარირებული ფინანსები და ქონება არ ეპატიათ არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და საბჭოს წევრებს, ეროვნული უშიროებისა და იუსტიციის საბჭოს წევრებს, მარეგულირებელი კომისიის წევრებს, ცესკო-ს თავმჯდომარეს, მის მოდგილესა და მდივანს, ისევე როგორც გუბერნატორებსა და მათ მოადგილეებს, რაიონებისა და ქალაქის გამგებლებსა და საკრებულოთა ხელმძღვანელებს. ამ ჩამონათვალში ასევე შევიდნენ მოსამართლეები, გენერალური პროკურორი და პროკურატურის მაღალჩინოსნები.
როგორც აღვნიშნეთ, ამნისტიის თაობაზე თავად სახელისუფლო ბლოკშიც არ იყო ერთიანობა. ნაწილი თვლიდა, რომ ამნისტია ყველა ბიზნესმენსა და საჯარო მოხელეზე უნდა გავრცელებულიყო, მეორე ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ ფინანსური ამნისტია მხოლოდ ბიზნესმენებზე უნდა გავრცელებულიყო.
საბოლოოდ, პარლამენტმა კენჭი კომპრომისულ დოკუმენტს უყარა, რომლის შედგენაც სხვადასხვა პოზიციების შეჯერებით მოხერხდა. პირველ რიგში, ამნისტია არ შეეხო მათ, ვინც ქონება დააგროვა ნარკოტიკებითა და იარაღით უკანონო ვაჭრობით, ტერორიზმით, ტრეფიკინგით და სხვა ტრანსნაციონალური დანაშაულებების გზით. ამნისტია არ შეეხო 50%-იანი და მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ დიდი საწარმოების დირექტორებს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსა და თავმჯდომარეს, რომლებიც 1997 წლის შემდეგ ასეთი საწარმოების მართვას ახორციელებდნენ. ამნისტია არ შეეხო არც დასახელებულ პირთა ოჯახის წევრებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ, 2005 წელს საქართველოში 13 მილიონ 500 ათასი ლარის არადეკლარირებული ქონების ლეგალიზება მოხდა. აღნიშნული თანხა დაახლოებით 30-მა ადამიანმა გადაიხადა.
რაც შეეხება საბანკო არხებში ფულის ლეგალიზების მონაცემებს, ძნელი სათქმელია, თუ დამალული შემოსავლის მქონე რამდენმა პირმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და რა ოდენობის თანხა შეიტანა ბანკებში. თუმცა, ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2005 წლის მაისსა და ივნისში მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 47 მლნ ლარით გაიზარდა. ამავე წლის პირველ ოთხი თვეში კი, დეპოზიტების მოცულობა 49 მლნ ლარით გაიზარდა. ანუ, ორი თვის განმავლობაში, ანაბრები დაახლოებით იმ ოდენობით გაიზარდა, რაც წინა ოთხი თვის განმავლობაში. ეს ზრდა შესაძლებელია ფინანსური ამნისტიის შედეგი იყო.
ჩვენ ფინანსური ამნისტიის კანონპროექტის ავტორს, რომან გოცირიძეს დავუკავშირდით, რომელიც იმ დროისთვის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე იყო. რომან გოცირიძის შეფასებით, ლეგალიზებული ფული გაცილებით მეტი იქნებოდა, დამალული ქონების პატრონებისათვის მეტი სტიმული რომ მიეცათ და ამნისტია ყოფილ მოხელეებსაც რომ შეხებოდათ. თუმცა, ამნისტია მხოლოდ დამალულ გადასახადებს შეეხო, რომელიც მანამდე შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ აღმოაჩინეს. გარდა ამისა, კანონპროექტი ორ ასპექტს მოიცავდა: 1. უკანონოდ მოპოვებული ქონების ლეგალიზაცია, შესაბამისად, სამართლებრივი დევნის შეწყვეტა; და 2. საგადასახადო ამნისტია. რომან გოცირიძის განცხადებით, ამნისტირებულთა შემცირებული სიის გამო, ქონების ლეგალიზაციამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. კანონპროექტის პირველადი ვარიანტით ამოქმედების შემთხვევაში ამნისტიით მიღებული თანხები უფრო დიდი იქნებოდა.
დასკვნა
2005 წლის 1 იანვარს ერთჯერადი ხასიათის კანონი – "ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზების შესახებ" ძალაში შევიდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის დამტკიცებამდე მნიშვნელოვნად შემცირდა ამნისტირებულ პირთა სია, რის გამოც, შეიძლება ითქვას, რომ კანონპროექტმა მის მიმართ არსებული მაღალი მოლოდინები ბოლომდე ვერ გაამართლა.
მიუხედავად ამისა, საგადასახადო ამინისტია 2005 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრამდე ნამდვილად ამოქმედდა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება "2005 წლის 1 იანვარს ფინანსური ამნისტია გამოცხადდა", არის მეტწილად სიმართლე, ხოლო ზურაბ ტყემალაძის განცხადება "ეს არის მტკნარი სიცრუე, 2005 წელს არავითარი ამნისტია არ გამოცხადებულა",მცდარი.
მსგავსი სიახლეები
-
ინვესტიციები, მათ შორის მშპ-სთან მიმართებით, უპრეცედენტოდ გა...
მცდარიგანცხადება არაზუსტია -
პრემიერის 11 განცხადება საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე...
გაზეთი ფაქტ-მეტრიგაზეთი ფაქტ-მეტრი -
ელექტროენერგიის გენერაცია ყოველწლიურად იზრდება...
მეტწილად სიმართლეგანცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
ყველაზე კითხვადი
ყველა სტატია-
დაფინანსება რომ ყოველთვის ინტერესს ატარე
ტყუილიგანცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია -
[უცხოური დაფინანსების] პროცენტული მაჩვენ
ტყუილიგანცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია -
700 ათასამდე ადამიანმა დააღწია თავი სიღა
ნახევრად სიმართლეგანცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა