იტვირთება

რეზიუმე:ზურაბ ჭიაბერაშვილი აპროტესტებს კონსტიტუციის ძველი რედაქციის 94-ე მუხლის ჩანაწერის ფორმულირებას იმ შინაარსით, რომლითაც განისაზღვრა იგი საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში. ზემოაღნიშნული მუხლი კრძალავდა გადასახადების შემოღებას რეფერენდუმის გარეშე, გარდა აქციზისა. საქართველოს კონსტიტუციაში 2017 წელს შესული ცვლილებების შემდეგ კი, აღნიშნული ჩანაწერი გადავიდა კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში, სადაც მისი დროებითი მოქმედება განისაზღვრა 12 წლის ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ 12 წლის შემდეგ, აღნიშნული კონსტიტუციური შეზღუდვა არ იარსებებს.ჭიაბერაშვილის განცხადებით, ეს ცვლილება უარყოფითი ფაქტორია ინვესტიციების მოზიდვისთვის. პოლიტიკოსის მსჯელობა თეორიულად სწორია, ინვესტორი გადაწყვეტილების მიღებისას განიხილავს საინვესტიციო გარემოს, რომლის მნიშვნელოვანი კომპონენტია საგადასახადო სისტემის სტაბილურობა და დაბალი გადასახადები.

ამჟამად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს გამოქვეყნებული აქვს 2018 წლის 3 კვარტლის მონაცემები. ამ პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (პუი) მოცულობა შეადგენდა 998.7 მლნ აშშ დოლარს, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 27.2%-ით ჩამოუვარდება. მესამე კვარტალში, დაფიქსირდა 322.6 მლნ აშშ დოლარის ოდენობის პუი, რაც 48%-ით ნაკლებია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ყველაზე მცირე მაჩვენებელია ბოლოხუთწელიწადში. 27% კლება აღინიშნებოდა პირველ კვარტალშიც. 2018 წლის მეორე კვარტალი შედარებით წარმატებული იყო და პუი გაიზარდა 9.3%-ით, 356-დან 389 მლნ აშშ დოლარამდე.

ანალიზი

ევროპული საქართველოსწევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ნორმა, რომელიც რეფერენდუმის გარეშე გადასახადების გაზრდას კრძალავდა, ინვესტორების მოზიდვის ერთ-ერთი გარანტი იყო. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ინვესტიციების ისედაც ძალიან სერიოზული შემცირებაა“.

ზურაბ ჭიაბერაშვილი აპროტესტებს კონსტიტუციის ძველი რედაქციის 94-ე მუხლის ჩანაწერის ფორმულირებას იმ შინაარსით, რომლითაც განისაზღვრა იგი საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში. ზემოაღნიშნული მუხლი კრძალავდა გადასახადების შემოღებას რეფერენდუმის გარეშე, გარდა აქციზისა. საქართველოს კონსტიტუციაში 2017 წელს შესული ცვლილებების შემდეგ კი, აღნიშნული ჩანაწერი გადავიდა კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში,სადაც მისი დროებითი მოქმედება განისაზღვრა 12 წლის ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ 12 წლის შემდეგ, აღნიშნული კონსტიტუციური შეზღუდვა არ იარსებებს.ჭიაბერაშვილის განცხადებით, ეს ცვლილება უარყოფითი ფაქტორია პუი- მოზიდვისთვის. პოლიტიკოსის მსჯელობა სწორია, რადგან მიიჩნევა, რომ უცხოელი ინვესტორი საინვესტიციო ადგილმდებარეობის განსაზღვრისას განიხილავს საინვესტიციო გარემოს, რომლის მნიშვნელოვანი კომპონენტია საგადასახადო სისტემის სტაბილურობა და დაბალი გადასახადები.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გულისხმობს ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში წილის ფლობასა და საწარმოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ოპერაციების წარმოებას. პირდაპირია ინვესტორი, რომელიც ფლობს საწარმოს აქციების არანაკლებ 10%-ს ან ასეთი მონაწილეობის ექვივალენტს. საქართველოს, ისევე როგორც რიგი გარდამავალი და შედარებით ღარიბი ქვეყნებისთვის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კაპიტალის, უცხოური ვალუტისა და გამოცდილების შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა. შესაბამისად, პუი- დინამიკა მუდმივად აქტუალური თემაა.

ამჟამად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს გამოქვეყნებული აქვს 2018 წლის 3 კვარტლის მონაცემები.

ცხრილი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2012-2018 წლებში (მლნ აშშ დოლარი)

წელი

სულ

I კვ

II კვ

III კვ

IV კვ

2012

1 022.9

295.5

246.8

219.5

261.2

2013

1 020.5

290.3

216.4

265.8

248

2014

1 817.7

326.6

209.7

740.5

540.9

2015

1 665.6

335

483

515.9

331.7

2016

1 565.8

378.8

411.5

491.7

283.7

2017

1 894.5

393.6

355.8

622.8

522.2

2018*

998.7

287

389.1

322.6

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2018 წლის პირველი სამი კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შეადგენს 998.7 მლნ აშშ დოლარს რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 27.2%-ით ჩამოუვარდება. მესამე კვარტალში, დაფიქსირდა 322.6 მლნ აშშ დოლარის ოდენობის პუი, რაც 48%-ით ნაკლებია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ყველაზე მცირე მაჩვენებელია ბოლო 5 წელიწადში. საქსტატის განმარტებით, აღნიშნული შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება. 27% კლება აღინიშნებოდა პირველ კვარტალშიც. 2018 წლის მეორე კვარტალი შედარებით წარმატებული იყო და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პუი გაიზარდა 9.3%-ით, 356-დან 389 მლნ აშშ დოლარამდე. მთლიანად 2018 წლის სამი კვარტლის მონაცემი, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 27.2 პროცენტით ჩამოუვარდება, რაც საკმაოდ სოლიდური კლებაა.

ცხრილი 2: პუი- პირველი სამი კვარტლის მონაცემები 2012-2018 წლებში (მლნ აშშ დოლარი)

პუი- მოცულობა

აბსოლუტური ცვლილება

% ცვლილება

2012

761.8

-38.4

-4.8

2013

772.5

10.7

1.4

2014

1276.8

504.3

65.3

2015

1333.9

57.1

4.5

2016

1282

-51.9

-3.9

2017

1372.2

90.2

7.0

2018*

998.7

-373.5

-27.2

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2012 წლიდან დღემდე, პირველ სამ კვარტალში, 27% კლება უპრეცენდენტოა. ამ პერიოდში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აბსოლუტური მაჩვენებელი შემცირდა დაახლოებით 373 მლნ აშშ დოლარით.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

4677 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი