ანალიზი:

2020 წლის 24 ნოემბერს, Intermedia.ge-ზე გამოჩნდა ვიდეომასალა სათაურით „5 მანქანა, რომელიც გაქრა! ეს ფაქტები კამერებზეა აღბეჭდილი“. 3-წუთიან ვიდეოში, რომელიც საიტზე გავრცელდა, თითქოს ნაჩვენებია ხუთი, სხვადასხვა ლოკაციასა და სხვადასხვა დროს გადაღებული ვიდეომასალა, სადაც ასახულია ავტობანზე მანქანების მოულოდნელი გაუჩინარების შემთხვევები.

სავარაუდოდ, Intermedia-ზე გამოქვეყნებული მასალა Youtube-ზე გავრცელებული სხვადასხვა ვიდეოების ნაკრებს წარმოადგენს. ვიდეოების მსგავსი ნაკრები პირველად Youtube-ზე 2015 წელს გავრცელდა, Youtube-არხი ApexTV-ის მიერ. არხის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ის ძირითადად პარანორმალური მოვლენებისა და კონსპირაციული თეორიების გაშუქებით არის დაკავებული და ფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა: უცხოპლანეტელები, ტელეპორტაცია, დროში მოგზაურობა და ა.შ.

ამასთან ერთად, 2019 წელს, მსგავსი ვიდეო-კოლაჟი გავრცელდა ბერძნული Youtube-არხი TeaserTV Channel-ის მიერ, სადაც უშუალოდ ვიდეოს აღწერაშია ნახსენები, რომ გამოყენებული მასალა ვიდეო მონტაჟის შედეგია : „It's probably safe to say that some editing was involved in this clip!“ - ნათქვამია აღწერაში.

TeaserTV Channel ბერძნული გასართობი ონლაინ არხია, რომელიც ძირითადად ისტორიას, სერიალებსა და სკეტჩებთან ერთად, პოლიტიკოსებისა და ცნობილი ადამიანების შესახებ სიახლეებს ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ვიდეო მონტაჟის ეფექტი რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე

მაყურებლისთვისაც ადვილი შესამჩნევია:

1. თუ მანქანის გაუჩინარება აღქმადი იყო ვიდეო კამერისთვის, ის ყველა შემთხვევაში აღქმადი უნდა ყოფილიყო გაუჩინარებული მანქანიდან რამდენიმე მეტრში მყოფი ადამიანისთვისაც. კონკრეტული მანქანების გაუჩინარების შემდეგ კი, ავტობანზე მოძრავი არცერთი მანქანა არ ცვლის ტემპს ან წყვეტს მოძრაობას რაც, რა თქმა უნდა, ვიდეოების ნამდვილობასთან დაკავშირებით, ეჭვს ბადებს.

2. ვიდეოში, მანქანების გაქრობის მომენტში, ადვილი ამოსაცნობია Flashlight Effect (ნათების ეფექტი), რომელიც ვიდეოების მონტაჟის დროს, მსგავსი გამოსახულების შესაქმნელად ხშირად გამოიყენება.

ზემოთ მოცემული ინფორმაციიდან გამომდინარე, Intermedia.ge-ს მიერ გავრცელებული ვიდეო, რომელსაც 74 ათასზე მეტი ნახვა აქვს, ყალბია და ვიდო-მონტაჟის შედეგს წარმოადგენს.

------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი