სოციალურ ქსელში ბაია პატარაიას გაყალბებულ პოსტი ვრცელდება. პოსტში ნაჩვენებია, თითქოს ბაია პატარაია სახელმწიფოს გენდერული დისბალანსის აღმოსაფხვრელად „ბიჭების აბორტების“ და სქესის შეცვლის ოპერაციების დასუბსიდირებას სთავაზობს. ასევე ბიჭების გაჩენაზე ჯარიმების დაწესებას და ახალშობილი ბიჭების უცხოეთში გაშვილებას. პოსტს ერთი დღის განმავლობაში 455 გაზიარება და 177 კომენტარი აქვს. იდენტური ფოტო რამდენიმე საათში ასევე გაზიარდა Facebook- პროფილზე „კაცური კაცის კაცური მიმები“ შემდეგი წარწერით: „ბაია ფემინისტი“. აღნიშნულს ამ დროისთვის 144 გაზიარება აქვს.

სინამდვილეში, ბაია პატარაიას აღნიშნული კომენტარი არ გაუკეთებია და ფოტო კომპიუტერული დამუშავების შედეგს წარმოადგენს. გავრცელებულ პოსტს ბაია პატარაია პირად Facebook-პროფილზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას ეს განცხადება არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ Facebook-მომხმარებელ Tedo Abashidze-ს ბაია პატარაიას შესახებ მრავალი სატირული შინაარსის დეზინფორმაციული პოსტი აქვს გამოქვეყნებული. (წყარო 1 ; წყარო 2). სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს მედიაპლატფორმა „news.on.ge”-ზე განთავსებული სტატიის სახე აქვს, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ფოტოზე წარწერა ხელოვნური დამუშავების შედეგად არის მიღებული. აღნიშნულის შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

----------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი