იტვირთება

2020 წელს საქართველოდან ჯამში 942.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. ძირითადად ექსპორტირებულია: ღვინო (22%), სპირტიანი სასმელები (14%), მინერალური და მტკნარი წყლები (12%), თხილი (10%), უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (3%) და სიგარეტი (3%).

2020 წელს, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 92 ქვეყანაში განხორციელდა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ სიგარეტის, თამბაქოს და თამბაქოს ნედლეულის ექსპორტს, რაც რეექსპორტს წარმოადგენს, 2020 წელს, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 898.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გრაფიკი 1: საგარეო ვაჭრობა წლების მიხედვით (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 6%-ით გაიზარდა, იმპორტი 4%-ით შემცირდა, ხოლო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი - 27%-ით.

2020 წელს, აგროსასურსათო პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: რუსეთი (287 მლნ აშშ დოლარი), ევროკავშირი (163 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (100 მლნ აშშ დოლარი), უკრაინა (93 მლნ აშშ დოლარი), სომხეთი (54 მლნ აშშ დოლარი), ყაზახეთი (35 მლნ აშშ დოლარი) და ბელარუსია (32 მლნ აშშ დოლარი).

მთლიანი ექსპორტის ყველაზე დიდი წილი რუსეთზე (მთლიანი ექსპორტის 30%) და ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის (მთლიანი ექსპორტის 17.3%). 2020 წელს, ევროკავშირის ქვეყნებში 163 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა (შედის დიდი ბრიტანეთიც), რაც 2019 წლის მაჩვენებელს 26%-ით (33 მლნ აშშ დოლარი) აღემატება. ევროკავშირის ქვეყნებში ძირითადად იმპორტირებულია: თხილი, პირველადი და გადამუშავებული სახით ( 50%), ღვინო (15%), სპირტიანი სასმელები (15%), მინერალური წყლები (10%).

საანგარიშო წელს ექსპორტი გაიზარდა გერმანიასთან - 16.5 მლნ აშშ დოლარით (66%-ით), რაც თხილის ექსპორტის ზრდამ განაპირობა (15.2 მლნ აშშ დოლარით). იტალიასთან ექსპორტი 5.9 მლნ აშშ დოლარით (41%-ით) გაიზარდა, რაც ასევე თხილის ექსპორტის ზრდით არის გამოწვეული. თურქეთთან ექსპორტი 13 მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი (91%-ით), რაც თევზის ცხიმის და თევზის ფქვილის ექსპორტის ზრდამ გამოიწვია, შესაბამისად 5.0 მლნ (2.2-ჯერ) და 3.8 მლნ (73%) აშშ დოლარით. საუდის არაბეთში აგრარული პროდუქტის ექსპორტი 8.9 მლნ აშშ დოლარით (150%) არის გაზრდილი. ექსპორტის ზრდა ცოცხალი ცხვრის ექსპორტის ზრდამ განაპირობა, კერძოდ, 7.9 მლნ აშშ დოლარით (5.5-ჯერ).

2020 წელს ექსპორტის მკვეთრი შემცირება ირანში დაფიქსირდა - 13 მლნ აშშ დოლარით (82%-ით). ექსპორტის შემცირება ცხვრის ხორცის ექსპორტის შემცირებამ, კერძოდ, 2019 წელს ირანში ცხვრის ხორცის ექსპორტმა 12.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2020 წელს - მხოლოდ 58 ათასი აშშ დოლარი. ექსპორტი შემცირებულია რუსეთშიც - 9.3 მლნ აშშ დოლარით (3%-ით), რაც მინერალური და მტკნარი წყლებისა და ღვინის ექსპორტის შემცირებამ განაპირობა, შესაბამისად, 16.6 მლნ (27%) და 13.7 მლნ (10%) აშშ დოლარით. ჩინეთთან ექსპორტი ასევე შემცირდა 7.3 მლნ აშშ დოლარით (26%-ით). ექსპორტის შემცირება ჩინეთშიც ღვინის ექსპორტის შემცირებამ, კერძოდ, 5.6 მლნ აშშ დოლარით (30%-ით), გამოიწვია.

2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდა ძირითადად თხილის, თევზის ქონის, ატმისა და ვაშლატამას, თევზის ფქვილის და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გაყინული ხორცის ექსპორტის ზრდით არის განპირობებული. კერძოდ, თხილის ექსპორტი 34%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტს, 2020 წელს 1 207 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 4%-ით არის შემცირებული.

ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია: რუსეთი (28%), უკრაინა (17%), თურქეთი (10%), ბრაზილია (5%), გერმანია ( 3%).

2020 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ხორბალი (9%), სიგარეტი (7%), ფრინველის ხორცი (7%), შაქარი (5%) იქნა შემოტანილი.

2020 წელს, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 263 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციაა იმპორტირებული, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 10%-ით (28 მლნ აშშ დოლარი) ნაკლებია. აგროსასურსათო პროდუქციის მთლიან იმპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი 22%-ს შეადგენს. ძირითადად იმპორტირებულია: სპირტიანი სასმელები (8%), საკვები დანამატები (8%), ფრინველის ხორცი (7%), ცხოველების საკვები (6%), კარაქი (5%), შაქარი (4%) და მცენარეთა ნერგები (4%).


მსგავსი სიახლეები

3361 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი