რუსულენოვან და ქართულენოვან საინფორმაციო სივრცეში, ამერიკელი კონგრესმენის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება. კერძოდ, დეზინფორმაციის თანახმად, „ამერიკელმა კონგრესმენმა მართლმადიდებლობის გამო რუსეთის ფედერაციის ნებისმიერ ფასად განადგურებისკენ მოუწოდა“. მასალის მიხედვით, ამერიკელმა კონგრესმენმა ჯეიმი რასკინმა განაცხადა, რომ „რუსეთი უნდა განადგურდეს, რადგან ის მართლმადიდებლური ქვეყანაა და ის ტრადიციულ ღირებულებებს აღიარებს.“ სინამდვილეში, აღნიშნული ციტატა ჯეიმი რასკინს არ ეკუთვნის.

აღნიშნული ციტატა Fox News-ზე გადაცემა Tucker Carlson Tonight-ში ტელეწამყვანმა ტაკერ კარლსონმა მონოლოგის დროს თავად გააჟღერა. კარლსონის განცხადება ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს იგი მერილენდის კონგრესმენ ჯეიმი რასკინს ციტირებს, თუმცა რეალურად, რასკინის იდენტური ან მსგავსი ციტატა არსად იძებნება.

2022 წლის 25 ოქტომბერს რასკინმა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ მოსკოვი ამჟამად ტირანიის, ცენზურის, ავტორიტარული რეპრესიების, პროპაგანდის, დეზინფორმაციის ჰაბს წარმოადგენს, სადაც ომის დანაშაულები იგეგმება. ის ანტიფემინისტური, ანტიგეი, ანტიტრანს სიძულვილის მსოფლიო ცენტრია და „დიდი ჩანაცვლების“ თეორიის ექსპორტის სამშობლოა. უკრაინის მხარდაჭერით ჩვენ ამ ფაშისტურ ხედვას ვეწინააღმდეგებით და მხარს ვუჭერთ დემოკრატიული პლურალიზმის მნიშვნელოვან პრინციპებს. რა თქმა უნდა, უკრაინა იდეალური არ არის, მაგრამ მისი საზოგადოება რადიკალურად განსხვავებულ, დემოკრატიულ და თავისუფლების პრინციპებზეა დაფუძნებული. ეს არის ის, რის განადგურებასაც რუსეთის ოლიგარქი ლიდერები ცდილობენ.

მიუხედავად იმისა, რომ კარლსონი მონოლოგის დროს არ ასახელებს რასკინის სავარაუდო ციტატის წყაროს, მოცემული ბლოგპოსტი რასკინის მიერ რუსეთის შესახებ გაკეთებული ყველაზე ახალი საჯარო განცხადებაა. განცხადებაში კონგრესმენმა რუსეთი გააკრიტიკა, თუმცა არ უთქვამს, რომ ის ქრისტიანული ფასეულობების გამო უნდა განადგურდეს. რეალურად, აღნიშნული ციტატა ტაკერ კარლსონს ეკუთვნის და წარმოადგენს რასკინის ბლოგპოსტის მისეულ ინტერპრეტაციას. შესაბამისად, მოცემული ციტატის გავრცელებას ჯეიმი რასკინის ციტირებით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

-------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი