Facebook-მომხმარებელი ბექა ვარდოსანიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, სოციალურ ქსელში 21 თებერვალს ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოლონეთში ვიზიტთან დაკავშირებულ ფოტოსურათს აქვეყნებს. ფოტოზე უკრაინის დროშის, ლურჯ და ყვითელ ფერში შექმნილი ხალიჩა ჩანს. ვარდოსანიძე ამტკიცებს, რომ ბაიდენმა საზოგადოებასთან მისალმების დროს უკრაინის დროშაზე გაიარა.

სინამდვილეში, გავრცელებული ფოტოსურათი პოლონეთში ბაიდენის სიტყვით გამოსვლამდეა გადაღებული. ღონისძიების დაწყებამდე ხალიჩა სცენიდან აიღეს. შესაბამისად, ბაიდენს მისალმებისას ან სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინის დროშის ფერების მქონე ხალიჩაზე არ გაუვლია.

Washington Post-ის მიერ YouTube-ზე გამოქვეყნებულ პირდაპირ ჩანაწერში (4:41) ჩანს, თუ როგორ იღებენ სცენიდან ლურჯ-ყვითელ ხალიჩას ღონისძიების დაწყებამდე. ბაიდენის ვარშავაში გამოსვლის შემდეგ გამოქვეყნებული ფოტოებიდან (1,2) და პირდაპირი ჩანაწერებიდანაც მარტივად ირკვევა, რომ ბაიდენმა ლურჯ ხალიჩაზე გაიარა.

----------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია