Facebook-მომხმარებელი Eduard Jishkariani, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია “ფაქტ-მეტრს” არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3), გაყალბებულ ფოტოანაბეჭდს ავრცელებს. Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ფოტოანაბეჭდიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2019 წელს ვენესუელაში წასვლასა და იქ წესრიგის დამყარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა.

სინამდვილეში, აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ღია წყაროებში არ იძებნება. ვენესუელასთან დაკავშირებით მის Facebook-გვერდზე რამდენიმე პოსტია გამოქვეყნებული (1,2,3), თუმცა არც ერთი მათგანი გავრცელებულ განცხადებას არ შეიცავს.

2019 წელს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში არის უფრო მძიმე სოციალური ფონი, ვიდრე ვენესუელაში – “საქართველოში არის უფრო მძიმე სოციალური ფონი, ვიდრე ვენესუელაში. ეს ინფლაციის პროცენტებით არ იზომება მარტო. ვენესუელა ზოგადად უფრო მდიდარი საზოგადოებაა, ვიდრე საქართველო. საქართველოში მოსახლეობის გადინება არის პროცენტულად უფრო მეტი, ვიდრე ვენესუელიდან. ვენესუელაში ეს არის 10 პროცენტი გადინების და საქართველოში მოსახლეობის ნახევარზე მეტი გადის საქართველოდან”.

-----------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5429 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი