სოციალურ ქსელში პარტია „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ციტატა მანიპულაციურად ვრცელდება. მტკიცების თანახმად, ჯაფარიძემ აფხაზეთი და სამაჩაბლო უხამსი სიტყვებით მოიხსენია. აღნიშნულ ციტატასთან დაკავშირებით ვრცელდება ჯაფარიძის განცხადების ამსახველი ვიდეოც, რომელიც “მთავარი არხის” ერთ-ერთი ეთერიდან არის ამოჭრილი.

სინამდვილეში, ციტატა დამახინჯებულია და კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი. აღნიშნული კადრები „მთავარი არხის” 2022 წლის 12 მარტის ეთერიდანაა, სადაც ზურაბ ჯაფარიძე უკრაინის ომზე საუბრობს და საქართველოს ხელისუფლების პოზიციას აკრიტიკებს. მისი თქმით, უკრაინისთვის ფორმალური მხარდაჭერის მიუხედავად, ხელისუფლება საკმარისად სწორ მორალურ პოზიციას ვერ ინარჩუნებს. ჯაფარიძე ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საქართველომ დასავლეთს სწორი პოზიცია აჩვენოს. ჯაფარიძე დასძენს, რომ საქართველომ ბელორუსთან - რომელმაც რუსეთს უკრაინაზე თავდასხმისთვის საკუთარი ტერიტორია დაუთმო - დიპლომატიური ურთიერთობები უნდა გაწყვიტოს, თუნდაც ამის გამო ბელორუსმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა აღიაროს: [10:40] „... ჩვენ უნდა ვწყვეტდეთ პირველი თუნდაც დიპლომატიურ ურთიერთობას ბელორუსთან, რომელმაც დაუთმო საკუთარი ტერიტორია უკრაინაზე თავდასხმისთვის, მიუხედავად იმისა, რომ კი, ამას მოჰყვება საფრთხე, რომ ბელორუსმა შეიძლება აღიაროს აფხაზეთი და სამაჩაბლო, მარა მაგის დედაც ვატირე, მთავარია ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მორალურად სწორ პოზიციაზე ვდგავართ და მაგალითს ვაძლევთ ყველას, იმიტომ რომ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პრობლემები არის ეს საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს ტერიტორიული პრობლემები”, - აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე „მთავართან“ ინტერვიუში.

ამდენად, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფრაზას არა ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვასთან, არამედ ბელარუსის მხრიდან შესაძლო აღიარების სცენართან მიმართებით იყენებს. მისი განცხადების სრული კონტექსტიდან ასევე ჩანს, რომ ის მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხს უკრაინისთვის საქართველოს უფრო მკვეთრი მხარდაჭერის პირობებში ხედავს.

--------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5435 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი