სოციალურ ქსელში ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ბექა ყორშია - მისი მომზადებული სიუჟეტის გამო, დააკავეს. გამოქვეყნებულ პოსტს თან ახლავს ფოტო, რომელიც Facebook-მომხმარებლის მტკიცებით, ბექა ყორშიას დაკავებას ასახავს.

სინამდვილეში, ფოტო, რომელიც „მთავარი არხის“ ჟურნალისტის დაკავების მტკიცებულებად ვრცელდება, დამონტაჟებულია, რაც ერთი შეხედვითაც მარტივად შეიმჩნევა. ამასთან, ბექა ყორშიას დაკავების შესახებ ცნობა არ გავრცელებულა და მსგავსი ინფორმაცია ღია წყაროებშიც არ იძებნება. ფოტოს ავთენტური ვერსია, რეალურად, ლავროვის შვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ყვარელში გამართულ საპროტესტო აქციის დროს პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას დაკავებას ასახავს.

გუშინ „მთავარმა არხმა“ ბექა ყორშიას სიუჟეტი გამოაქვეყნა, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად ახლახან დანიშნულ როინ მეტრეველს ეხებოდა. სიუჟეტში ბექა ყორშია როინ მეტრეველს დაუკავშირდა და პრემიერ-მინისტრის აპარატის მრჩეველ, აკა მამაცაშვილად გაეცნო. ყორშიამ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა, რაზეც მან მეტრეველისგან თანხმობა მიიღო.

--------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი