სოციალურ ქსელში Facebook-ის მომხმარებელი ვიდეოს შემდეგი წარწერით აქვეყნებს: „შვეიცარიის კლინიკაში უკვე სთავაზობენ მანათობელ მკერდის ჩაყენებას“. რეალურად, აღნიშნული ვიდეო ლუცერნის კლინიკაშია გადაღებული და 1 აპრილის ხუმრობას წარმოადგენს.

ლუცერნის კლინიკამ „ლუმენის“ იმპლანტების ვიდეო 2021 წლის 1 აპრილს გამოაქვეყნა. აღნიშნულ ვიდეოში კლინიკის პლასტიკური ქირურგი იურგ ჰაკი ინოვაციური პროექტის შესახებ საუბრობს, რომელიც მკერდის მანათობელ იმპლანტს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ კლინიკა ვიდეოს აღწერაშივე წერს, რომ მოცემული ინფორმაცია აპრილის ხუმრობაა. „აპრილი აპრილი! ეს ვიდეო აპრილის ხუმრობაა!“

ამავდროულად, კლინიკა საკუთარ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას შემდეგი წარწერით: „აპრილი აპრილი! - მკერდის იმპლანტები დიახ, მანათობელი ეფექტი არა“.

შესაბამისად, პოსტის მტკიცება, რომ შვეიცარიის კლინიკაში არის შესაძლებელი მანათობელი მკერდის იმპლანტის ჩასმა, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი