სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძის გაყალბებულ ციტატა ვრცელდება. პოსტის მტკიცებით, გუბაზ სანიკიძემ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: „იულიუს კეისარი გეი იყო და ქვეყანას აზანზარებდა!..მეამაყება, რომ ჩვენს მსვლელობას სათავეში გეები უდგანან!..“. რეალურად, აღნიშნული ციტატა ყალბია, გუბაზ სანიკიძეს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული დეზინფორმაცია ადრეც გავრცელდა. 2021 წელს, სანიკიძის გაყალბებული ციტატა პრორუსულმა მედიაგამოცემა „ნიუსფრონტმა“ გამოაქვეყნა („ნიუსფრონტთან“ დაკავშირებით იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „ფაქტ-მეტრი“ გუბაზ სანიკიძეს დაუკავშირდა. მან სატელეფონო ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ციტატა, რომელსაც მიაწერენ, მას არ ეკუთვნის. ამავდროულად, აღნიშნული ციტატა არც ინტერნეტ წყაროებში იძებნება.

თბილისი პრაიდთან დაკავშირებით გუბაზ სანიკიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რეაქცია“ 2021 წლის 8 ივნისს ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ გადაცემა 2021 წლის 5 ივნისის მოვლენებს და ჟურნალისტებზე ძალადობას ეხებოდა. ინგა გრიგოლიას კითხვაზე, თბილისში უნდა ჩატარებულიყო თუ არა პრაიდი, გუბაზ სანიკიძემ შემდეგი პასუხი გასცა: „მათ აქვთ კონსტიტუციური უფლება, მაგრამ მე იქ ვერ დამინახავთ ვერასდროს (...) ხალხი რისთვის გამოვიდა პარლამენტთან? გამოვიდა ჟურნალისტებზე მიმართული ძალადობის წინააღმდეგ და გამოვიდნენ ეგენი [თბილისი პრაიდი] და თავისი დროშა გაშალეს. ორივე დაფინანსდება, ორივე მხარე - ეგენიც დაფინანსდებიან გარედან და ბნელებიც დაფინანსდებიან გარედან. ეს ჩემი ქვეყანა არის ნანგრევებში".

ცნობისთვის, იულიუს კეისართან დაკავშირებით არსებობს მოსაზრება, რომ ის ბისექსუალი იყო.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი