სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში NATO-ს ჯარისკაცები იბრძვიან. Facebook-ანგარიშის მტკიცების თანახმად, უკრაინული კონტრშეტევისას NATO-ს შენაერთებმა 1500-მდე ჯარისკაცი დაკარგეს.

ინფორმაცია, თითქოს უკრაინაში NATO-ს ჯარისკაცები მოკლეს, 2022 წელსაც ვრცელდებოდა. თუმცა, უკრაინაში NATO-ს ჯარების საომარ მოქმედებებში მონაწილეობა NATO-ს წარმომადგენლებმა უარყვეს. მათი განმარტებით, „უკრაინის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან NATO-ს ჯარისკაცები და ინსტრუქტორები და არ დაფიქსირებულა NATO-ს დაქვემდებარებული სამხედრო პერსონალის მკვლელობის შემთხვევა უკრაინის ტერიტორიაზე“. ამასთან დაკავშირებით სტატია მოამზადა BBC-მაც, სადაც აღნიშნულია, რომ NATO-ს წევრ არც ერთ სახელმწიფოს ოფიციალურად, უკრაინაში საომარ მოქმედებებში რაიმე ფორმით მონაწილეობის მისაღებად სამხედრო პერსონალი არ გაუგზავნია.

უკრაინაში NATO-ს ჯარების არსებობის შესახებ ინფორმაცია 2023 წლის მარტშიც გავრცელდა. მარტის დასაწყისში პენტაგონიდან საიდუმლო გაჟონილი ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, უკრაინაში დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის სპეცრაზმი იმყოფებოდა. 23 მარტით დათარიღებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ უკრაინაში სპეცრაზმის ყველაზე დიდი 50- კაციანი კონტინგენტი დიდ ბრიტანეთს ჰყავს. 97-კაციან ჯგუფში ასევე შედის, ლატვიის (17), საფრანგეთის (15), აშშ-სა (14) და ნიდერლანდების (1) სამხედრო ძალები. თუმცა, დოკუმენტში არ არის აღნიშნული, სად არიან ძალები განლაგებული და არიან, თუ - არა ისინი საომარ მოქმედებებში ჩართული. გავრცელებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურ Twitter-ის ანგარიშზე გააკეთა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ გაჟონილი დოკუმენტები ბევრ უზუსტობას და შესაძლო დეზინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი თეთრი სახლის წარმომადგენლებმაც გააკეთეს. მათი თქმით, უკრაინაში, აშშ-ს საელჩოში მხოლოდ მცირე რაოდენობის ამერიკელი სამხედროები არიან წარმოდგენილი და ისინი ბრძოლებში მონაწილეობას არ იღებენ. ფრანგული ქვედანაყოფების უკრაინის ომში მონაწილეობა უარყო საფრანგეთმაც.

ამდენად, მტკიცება, თითქოს უკრაინაში NATO-ს სამხედროები იბრძვიან, ფაქტებით არ დასტურდება და ყალბია.

-----------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი