Facebook-ის მომხმარებელი Twitter-ის ანგარიშზე არსებულ პოსტს ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაციით, ილონ მასკი ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოს შემდგომი წარწერით აქვეყნებს: „შეხედეთ ეს ბაიდენის საუკეთესო მეგობარია! ზელენსკი“. რეალურად, ტვიტერის აღნიშნული ანგარიში, „Elon Musk (Parody)“, ილონ მასკის ოფიციალური ანგარიში არ არის, ის პაროდიის გვერდს წარმოადგენს.

ილონ მასკის ოფიციალური ტვიტერ-ანგარიში ასე გამოიყურება:

სწორედ პაროდიის შემცველი ანგარიში აქვეყნებს ზელენსკის ფოტოს წარწერით: „შეხედეთ ეს ბაიდენის საუკეთესო მეგობარია! ზელენსკი“.

უკრაინის პრეზიდენტის ფოტო 2023 წლის 11 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტზეა გადაღებული.

თავად ილონ მასკმა რამდენიმე თვის წინ აღნიშნა, რომ ანგარიშებს, რომლებიც რომელიმე პიროვნების ან გვერდის პაროდიას წარმოადგენენ, მათი ტვიტერის ოფიციალურ სახელსა და ბიოგრაფიის აღწერაში სიტყვა „პაროდიის“ მითითება მოუწევთ.

ამდენად, Facebook-მომხმარებლის მტკიცება, რომ ილონ მასკმა ზელენსკის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „შეხედეთ ეს ბაიდენის საუკეთესო მეგობარია, ზელენსკი“, მცდარია.

..............................................................................................

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს-შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი