სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში „შიინ ევროპისკენ“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არა ერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3) ვოლოდიმირ ზელენსკისა და ანჯეი დუდას ვიდეოს ავრცელებს. პოსტის აღწერაში კი წერს „გაბედნიერდნენ“. რეალურად, აღნიშნული ვიდეო დამონტაჟებულია და უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

ვიდეოს ნახვისას რედაქტირებისას დაშვებული შეცდომები აშკარად იკვეთება. კონკრეტულ კადრებში ზელენსკის რედაქტირებული სახე ქრება, რა დროსაც ორიგინალ ვიდეოში არსებული რეალური ადამიანის სახე ჩანს. შესამჩნევია, რომ ზელენსკის რედაქტირებულ სახეზე წვერი აქვს, ხოლო გარკვეულ მომენტებში კარგად ვხედავთ, რომ რეალური პიროვნება სრულიად განსხვავებულია და მას წვერი არ აქვს (იხილეთ ფოტოები):

გავრცელებული ვიდეო ყალბია და ე.წ. Deepfake-ს წარმოადგენს - ე.ი. ვიდეოს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის „Deepfake“ ვიდეოები აქამდეც არა ერთხელ გავრცელებულა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის პრეზიდენტის დისკრედიტაციასა და კრიტიკულ მომენტებში საზოგადოების შეცდომაში შეყვანას (1, 2, 3).

აღსანიშნავია, რომ „შიინ ევროპისკენ“ ხშირად ავრცელებს ჰომოფობიურ და ანტი-დასავლური შინაარსის მქონე პოსტებს:

ამდენად, გავრცელებული ვიდეო ე.წ. Deepfake-ს წარმოადგენს და პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5429 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი