სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშმა „შიინ ევროპისკენ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ ვიზუალით ყალბი შინაარსის ფოტო გამოაქვეყნა. აღნიშნულ გვერდს ყალბი ინფორმაციის შემცველი მასალა არაერთხელ გაუვრცელებია. Facebook-ზე გავრცელებული ყალბი ფოტო TikTok-ზე გამოქვეყნებული პოსტის ეკრანის ანაბეჭდს, ე.წ. „სქრინს“ წარმოადგენს. ფოტო იმგვარადაა დამუშავებული, თითქოს ტელეკომპანია რაჭაში, სტიქიის ზონაში, ხვიჩა კვარაცხელიას ცხედრის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა.

სინამდვილეში, ფოტო დამონტაჟებულია და რეალობას არ შეესაბამება. არცერთ სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „ფორმულას“ მსგავსი შინაარსის პოსტი არ გამოუქვეყნებია.

ტელეკომპანია ფორმულას Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული ერთადერთი პოსტი, რომელიც ვიზუალურად ნაწილობრივ ემთხვევა დეზინფორმაციის შემცველ ფოტოს, ტელეკომპანიის ფეისბუქ გვერდზე 5 აგვისტოს გამოქვეყნდა და სინამდვილეში სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედრის პოვნის შესახებ იტყობინებოდა. პოსტში ხვიჩა კვარაცხელია ნახსენები არაა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის სიყალბეზე, თითქოს ტელეკომპანია „ფორმულამ“ ხვიჩა კვარაცხელიას ცხედრის აღმოჩენის შესახებ დაწერა, მიუთითებს ყალბ ფოტოზე გამოყენებული შრიფტის ზომა და დიზაინიც, რაც ფორმულას მიერ გამოქვეყნებული სხვა პოსტებისგან საგრძნობლად განსხვავდება. ამასთან, მარტივად შესამჩნევია ტექსტს მიღმა არსებული შავი ფონი, რომელიც გრაფიკული დამუშავებისას, მანამდე არსებული წარწერის წასაშლელად გაკეთდა.

დამატებით, „ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად ტელეკომპანია „ფორმულასაც“ დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ მსგავსი შინაარსის პოსტი მათ საკუთარ პლატფორმებზე არ გამოუქვეყნებიათ.

ამდენად, Facebook-მომხმარებლის „შიინ ევროპისკენ“ მტკიცება, თითქოს ტელეკომპანია „ფორმულამ“ სტიქიის ზონაში ხვიჩა კვარაცხელიას ცხედრის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, ყალბია.

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი