სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს ხუთი მამაკაცი, რომლებიც ნარკოტიკულ ნივთიერებებს მოიხმარს. გავრცელებული პოსტით იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის საქართველოშია გადაღებული. სინამდვილეში, ეს კადრები არა საქართველოში, არამედ 2022 წელს ბაქოშია გადაღებული.

Facebook-მომხმარებლის პოსტს, რომელიც სოციალურ ქსელში 16 საათის წინ გამოქვეყნდა, უკვე 4000-მდე რეაქცია და 1800-ზე მეტი გაზიარება აქვს. თუმცა, ფოტოების ძიების ინსტრუმენტის (Reverse Image Search) გამოყენებით ვიგებთ, რომ ვიდეო აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს, ნიზამის რაიონშია გადაღებული და 2022 წლით თარიღდება - ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემის სტატიაში ვკითხულობთ. სტატიაში ასევე ნათქმია, რომ აზერბაიჯანის პოლიციამ აღნიშნული პირები დააკავა. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, ჩატარებული ღონისძიების შედეგად, პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნასამართლევი ნასირ ნასიროვიც დააკავეს.

------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი