სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში ნიკოლა ტესლასთან დაკავშირებით ვიდეოს აქვეყნებს. მომხმარებელი პოსტის აღწერაში წერს: „ნიკოლა ტესლას ხმის ჩანაწერი, სადაც ამბობს: - უფასო ენერგია, როტშილდებმა, როკფელერებმა და კაბალამ დაუმალეს მსოფლიოს, რათა გამდიდრებულიყვნენ და დაემონებინათ ადამიანები“.რეალურად, გამოქვეყნებულ ვიდეოში მსგავსი მტკიცება არ ისმის და არც ის დასტურდება, რომ ჩანაწერში ნიკოლა ტესლა საუბრობს.

მსგავსი ხმოვანი ჩანაწერის მქონე ვიდეოები, რომლებსაც მომხმარებლები ნიკოლა ტესლას მიაწერენ, მრავლად არის გავრცელებული ინტერნეტში. თუმცა, დღემდე არცერთი ოფიციალური წყარო ნიკოლა ტესლას ხმოვანი ჩანაწერის არსებობას არ ადასტურებს. „ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული საკითხის გადასამოწმებლად სმილიანის ნიკოლა ტესლას მემორიალურ ცენტრს დაუკავშირდა. ცენტრმა ხმის ჩანაწერის ავთენტურობა არ დაადასტურა და განმარტა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ნიკოლა ტესლას ხმის ჩანაწერი არ არსებობს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ისმის შემდეგი სიტყვები:

“Electric power is everywhere present in a unlimited quantity. It can drive the world’s machinery without the need of coal, oil, gas, or any other fuel. This new power for the driving to the world’s machinery will be derived of the energy which operates the universe. The cosmic energy.”

“ელექტროენერგია ყველგან არის შეუზღუდავი რაოდენობით. მას შეუძლია მართოს მსოფლიო მანქანები ქვანახშირის, ნავთობის, გაზის ან სხვა საწვავის საჭიროების გარეშე. ეს ახალი ძალა მსოფლიო ტექნიკის მართვისთვის იქნება მიღებული ენერგიისგან, რომელიც მართავს სამყაროს, - კოსმოსური ენერგიისგან.”

ამდენად, ხმოვან ჩანაწერში როტშილდების და როკფელერების ოჯახების ან კაბალას შესახებ არაფერია ნახსენები. ამასთანავე, არც ის დასტურდება, რომ აღნიშნული ჩანაწერი ნიკოლა ტესლას ეკუთვნის.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი