სოციალურ ქსელში მომხმარებელი Giorgi Abashidze, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3) ჯორჯიის ბავშვთა იდენტიფიკაციის პროგრამასთან დაკავშირებით სიუჟეტს აქვეყნებს. „ბავშვების ჩიპირება, დიდად ხელს შეუწყობს ამავე ბავშვების, ტრეფიკინგსა და ვაჭრობის თავიდან აცილებას!!!", “ესეც მათი ერთ-ერთი მოტყუებითი და დასაბოლებელი ლოზუნგი. ბავშვების ჩიპირების სარგებლიანობის შესახებ ცნობები თითქმის ყველა დასავლურ წამყვან ტელეარხებზე იწყებენ გამოჩენასა და ტრიალს“,- წერია პოსტის აღწერაში. რეალურად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ პროგრამა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „GACHIP“, მიკროჩიპების არასრულწლოვანებისთვის ჩასმას გულისხმობს.

GACHIP-ის ვებსაიტის მიხედვით, აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს, ბავშვის მონაცემები სპეციალურ დისკზე შეაგროვოს, მაგალითად: ფერადი ფოტო, თითის ანაბეჭდი, ოჯახის საკონტაქტო ინფორმაცია. აღნიშნულით კი, ბავშვის დაკარგვის შემთხვევაში, მისი პოვნა გამარტივდება. პროგრამის ვებსაიტზე ასევე ნათქვამია, რომ შეგროვებული ინფორმაცია ბავშვის ოჯახისთვისაა და დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ პროგრამა ბავშვის მონაცემებს შლის.

აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაციების გაჩენას ხელი სახელმა „GACHIP“ შეუწყო, რომელიც რეალურად, „ჯორჯიის ბავშვთა იდენტიფიკაციის პროგრამის“ აკრონიმია ( Georgia Child Identification Program).

მსგავსი პროგრამები მისურისა და ონტარიოში, ასევე კანადაში მოქმედებს. პროგრამის ინიციატორები განმარტავენ, რომ პროგრამები ბავშვების მიკროჩიპირებას არ გულისხმობს. მაგალითად, მეთიუ ინიარტი, Tennessee Child Ide-ის (TN CHIP) დირექტორის მოადგილე, Lead Strories, ამერიკულ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციას, უდასტურებს, რომ პროგრამა მიკროჩიპების გამოყენებას არ მოიცავს.

ამდენად, მტკიცება, რომ ჯორჯიის ბავშვთა იდენტიფიკაციის პროგრამა არასრულწლოვანების დაჩიპვას გულისხმობს, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5435 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი