სოციალურ ქსელში საქართველოს მოქალაქის ტყვედ ჩავარდნასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვირუსულად ვრცელდება (1,2,3) . პოსტების მტკიცებით, „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს ტყვედ ჩავარდნილთა შორის საქართველოს მოქალაქეა. რეალურად, აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება.

სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტების ნაწილი ინფორმაციის პირველწყაროდ სოციალური ქსელის მომხმარებელს უთითებს. თუმცა, მის გვერდზე აღნიშნული პოსტი არ იძებნება. ამავდროულად, ინფორმაცია სხვადასხვა ონლაინ მედია საშუალებების მხრიდანაც ვრცელდება (1,2,3).

აღნიშნულ თემას 8 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. „ რაც შეეხება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას, მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან გთხოვთ თავი შეიკავოთ“, - წერია განცხადებაში.

ინტერნეტ ღია წყაროებში აღნიშნული ფოტო ახალი ამბების ვებ-გვერდზე alwatanvoice იძებნება. „ჰამასის სამხედრო ფრთამ ღაზის სექტორში დატყვევებული ათობით ისრაელელის ფოტო გამოაქვეყნა“,- ვკითხულობთ გამოცემის ვებ-გვერდზე.

ცნობისთვის, 8 ოქტომბერს ისრაელის პოლიციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია 34 დაღუპული ოფიცრის შესახებ, მათ შორის ორი - აბრაამ ჰოვლაშვილი და იცხაკ ბაზუკაშვილი, ისრაელის მოქალაქე, ქართველი-ებრაელები არიან. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ. მისივე თქმით, 8 ოქტომბრის მონაცემებით, საელჩოში გარდაცვლილი ან ტყვედ ჩავარდნილი საქართველოს მოქალაქის შესახებ ცნობა არ შესულა.

ამგვარად, ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს ტყვედ ჩავარდა, არ დასტურდება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი